მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იგავთა 14:31

30. და მღილ; მშჳდი კაცი გულისა მკურნალი არს და კურნებაჲ ძუალთა გული მეცნიერებისაჲ.31. რომელი ცილსა სწამებდეს გლახაკსა, განარისხებს შემოქმედსა თჳსსა, ხოლო რომელი პატივ-სცემდეს უფალსა, სწყალობდეს გლახაკთა.32. უკეთურებითა თჳსითა წარწყმდეს უღმრთოჲ, ხოლო რომელი ესვიდეს სიწმიდითა თჳსითა მართალ.
იგავთა თავი 14
31. რომელი ცილსა სწამებდეს გლახაკსა, განარისხებს შემოქმედსა თჳსსა, ხოლო რომელი პატივ-სცემდეს უფალსა, სწყალობდეს გლახაკთა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თესალონიკელთა მიმართ II ეპისტოლე — ჰომილია 5
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3. ძმური შეგონება და ეკლესიური მშვიდობა:

...ება მიეღო; მაგრამ სასიკვდილო დარტყმა მიიღო, წავიდა და უფრო მეტად ატირდა. როცა სიდუხჭირე აიძულებს, მოწყალება ითხოვოს, ხოლო თხოვნის გამო ლანძღავენ, ხედავ, რაოდენი იქნება მლანძღველთა სასჯელი? რადგან ამბობს: „რომელი ცილსა სწამებდეს გლახაკსა, განარისხებს შემოქმედსა თჳსსა“ (). მითხარ მე: თავად ღმერთმა დაუშვა, რომ იგი შენ გამო სიღარიბეში დარჩენილიყო, რათა შენ საკუთარი თავის განკურნება შეგძლებოდა, შენ კი იმას ლანძღავ, ვინც შენ გამო გლახაკობს? რაოდენი უგუნურებაა ეს? რაოდენი უმადურების საქმეა ეს? ამბობს: „ასწავებდით ვითარცა ძმასა“ (). და მიცემის შემდეგაც შეგონება გვიბრძანა; ხოლო როცა მიცემის გარეშეც ვლანძღავთ, რა პასუხი გვექნება?

„ხოლო თავადმან ღმერთმან მშჳდობისამან მოგეცინ თქუენ მშჳდობაჲ მარადის“ (), ყოველ ადგილას. ხედავ, რ...

სრულად ნახვა