მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იგავთა 14:1

1. დედათა ბრძენთა აღაშენნეს სახლნი, ხოლო, რომელი უგუნურ იქმნა, დაარღჳა ჴელითა თჳსითა.2. რომელი ვიდოდის მართლ, ეშინის უფლისა, ხოლო რომელი გარდაჰგულარძნიდეს გზასა თჳსსა, გზასა თჳსსა უპატიო იქმნას.
იგავთა თავი 14
1. დედათა ბრძენთა აღაშენნეს სახლნი, ხოლო, რომელი უგუნურ იქმნა, დაარღჳა ჴელითა თჳსითა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 7-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. ქუშის რჩევა და ღვთის განგება:

...ოთებისა და დაბნევის გარეშე მიუგო: „როცა ღმერთი მასთან იყო, მის საქმეებს ვემსახურებოდი; ხოლო რადგან ახლა შენთან არის, ბუნებრივია, შენს საქმეებს ვემსახურო“. ამან ტირანი აამაღლა და გააბერა; ზუსტი არაფერი გამოიკვლია, რადგან, როგორც წერია, „უმანკოსა ჰრწამნ ყოველი სიტყუაჲ“ (), და სწორედ ეს დაემართა მასაც: მოწინააღმდეგე ძალებმა თავქვე გადაჩეხეს, ხოლო მან ქუში მაშინვე თავის ერთგულთა შორის შეიყვანა და პირველ მეგობართა რიგში ჩაწერა. მთელ ამ საქმეს კი ღმერთი განაგებდა, თან იყო და მიმდინარე მოვლენებს სარდლობდა.

შემდეგ, როცა ომის შესახებ თათბირი გაიმართა და ერთნი ერთს, სხვანი კი სხვას სთავაზობდნენ, დაუყოვნებლივ უნდა დასხმოდნენ თუ ცოტათი გადაედოთ, წინ გამოვიდა აქიტოფელი, ის საშიში მრჩეველი; აზრი წარმოადგინა და ასეთ რჩევას აძლევდა: „ახლა, დაქანცულსა და შეშფოთებულს, თავს დავესხათ შენს მამას". რადგან, თუ ცოტათი დადგომის საშუალებასაც არ მივცემთ, ასე შევიპყრობთ; თუ ახლა, მოუმზადებელს, თავს დავესხმებით, არავითარი შრომა აღარ დაგვჭირდება. ეს რომ მოისმინა ტირანმა,...

სრულად ნახვა