მართალნი სწყალობენ სულსა ცხოვართა თვისთასა, ხოლო ნაწლევი არა წმიდათა უწყალო (იგავ. სოლ. იბ, ი).
სოლომონ ბრძენი, მეფე ურიათა, წიგნსა შინა თვისსა იგავთასა, სხვათა მშვენიერთა დარიგებათა შორის, სწერს ამ დარიგებასაც: მართალნი სწყალობენ სულსა ცხოვართასა, ხოლო ნაწლევი არა წმიდათა უწყალო; ესე იგი, კაცი მართალი და კეთილი სწყალობს ცხოვართა, ანუ საქონელსა: მას ებრალება იგინი; ხოლო კაცი უკეთური და ბოროტი არის უწყალო პირუტყვთან, ანუ შინაურს საქონელთან!
ძმანო ჩემნო ქრისტიანენო! დღეს მე მსურს...