მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იგავთა 11:2

1. უღელი ზაკული საძაგელ არს წინაშე უფლისა, ხოლო სასწორი სიმართლისა სათნო არს მისსა.2. სადა შევიდეს გინებაჲ, მუნცა უპატიოებაჲ, ხოლო პირი ბრძენთა იწურთიდეს სიბრძნესა.3. სიმართლე უძღოდის მართალთა მათ და დაბრკოლებამან თავისმოთნენი დაამჴუნის.
იგავთა თავი 11
2. სადა შევიდეს გინებაჲ, მუნცა უპატიოებაჲ, ხოლო პირი ბრძენთა იწურთიდეს სიბრძნესა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 28. "და ჰრქუა უფალმან ღმერთმან ნოეს და ძეთა მისთა" (დაბ 9:8-10)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
6. მოციქულთა კადნიერება და სათნოებისკენ შეგონება:

...ვარელნო, ვეცადოთ მტრებთან შევრიგდეთ და სხვა ყველა ვნებაც ჩვენი სულიდან ამოვძირკვოთ. უწმინდური გულისთქმა აღგვიძრავს — განვდევნოთ. მრისხანება გვანთებს — ჩავაქროთ ეს ცეცხლი სულიერი მოძღვრების გალობით, რომელიც ამ ვნების დამღუპველობას აჩვენებს. "სული კურთხეული ყოველივე წრფელ, ხოლო კაცი გულმწყრალი არა შუენიერ" (); და სხვაგანაც: "რომელი განურისხნეს ძმასა თჳსსა ცუდად, თანა-მდებ არს... გეჰენიასა მას ცეცხლისასა" (). ვერცხლისმოყვარეობა ჩვენს სულს აღელვებს — ვეცადოთ ამ დამღუპველი სნეულებისგან გავიქცეთ და ამოვძირკვოთ ის, როგორც ყველა ბოროტების ფესვი. და თითოეული ვნებისგან, რომელიც გვაშფოთებს, გამოსწორებას ვეცადოთ, რათა ბოროტისგან თავი შევიკავოთ და კეთილ საქმეებს ვაკეთოთ, და იმ საშინელ დღეს ღვთის კაცთმოყვარეობის ღირსნი გავხდეთ, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლითა და კაცთმოყვარეობით, რომლის თანა მამასა, სულიწმიდითურთ, დიდება, ძალა, პატივი, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ მჱ გულისწყრომისათჳს:

...ლი. ვეტყოდით უკუე თავთა ჩუენთა ჟამსა მას რისხვისასა სიტყუათა მათ წერილისათა, ვითარმედ: „მიწა ხარ და ნაცარ“; და კუალად, ვითარმედ: „წამი იგი გულისწყრომისა მისისაჲ დაცემასა მისსა“; (შდრ. ზირ. 1, 22) და ვითარმედ: „კაცი მრისხანჱ უშუერ არს“, რამეთუ არარაჲ არს უბოროტეს პირისა განრისხებულისა, არცა უუშუერჱს; ხოლო უკუეთუ პირისა უუშუერჱს არარაჲ არს, სულისა განრისხებულისა უუშუერჱს რაჲ იყოს? რამეთუ სკორესა რაჲ ურევნ ვინ, უფროჲსად აღიძრვინ სული სიმყრალისა მისისაჲ, ეგრეთვე სული გულისწყრომისა მიერ რაჲ შეშფოთებულ არნ, და ზამთარი ფრიადი არნ შორის მისა.

ანუ იტყჳ, თუ: ვერ თავს-ვიდებ, რაჟამს სხუაჲ მაგინებდეს; გარნა რაჲსათჳს ვერ თავს-იდებ? რამეთუ უკუეთუ ჭეშმარიტსა გეტყჳს სიტყუათა მათ გინებისათა, თჳთ მისა პირველცა თანაგაც უფროჲსად ბრალობაჲ თავისა შენისაჲ. უკუეთუ კულა ტყუვის, ნუ განჰრისხნები, არამედ უფროჲსად ეცინოდე და სულთ-ითქუენ მისთჳს, რამეთუ „რომელმან ჰრქუას ძმასა თჳსსა: ცოფ, თანამდებ არს გეჰენიისა“. რამეთუ რაჟამს გაგინოს, გულისხმა-ყავ სატანჯველი, რომელსა შინა შესლვად არს რისხვისა მისთჳს და გინებისა, და ნუ ოდენ რისხვასა დააყენებ,...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი იზ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ იზ ვითარმედ ჯერ-არს, რაჲთა სიტყუანი სარწმუნოებისანი კეთილად ვიცნოდით:

...სა სასოებისათჳს თქუენისა“? და კუალად იტყჳს, ვითარმედ: „სიტყუაჲ ქრისტესი დამკჳდრებულ იყავნ მდიდრად თქუენ შორის“. არამედ რასა იტყჳან უგუნურნი, ვითარმედ: წერილ არს, ვითარმედ: „სული წრფელი კურთხეულ არს“, და „რომელი ვიდოდის სიწრფოებით, ვალს იგი სასოებით“? რამეთუ ესე არს ყოველთა ბოროტთა მიზეზი, რომელ წამებასაცა წერილთასა არა კეთილსა ზედა იჴმარებენ მრავალნი, რამეთუ არა თუ უსწავლელთა და უგუნურთა აკურთხევს წერილი, არამედ მას, რომლისა თანა უკეთურებაჲ არა იყოს. თუ არა, უკუეთუმცა ესრეთ იყო, ვითარ იგინი იტყჳან, ამაო იყომცა სიტყუაჲ იგი, რომელი იტყჳს: „იყვენით ბრძენ, ვითარცა გუელნი, და უმანკო, ვითარცა ტრედნი“. ხოლო ჩუენ, რომელთა არცა ერთი რაჲ კეთილი წარგჳმართებია, ვითარ ვთქუათ ესე სიტყუაჲ, თუ წრფელნი ვართ, რომელნი-ესე უუბადრუკეს ვართ ყოველთასა, მაბრალობელ ურთიერთას და ბრალთა ჩუენთა არა განმამართლებელ? არამედ აწ გევედრები, ნუმცა ოდენ თავთა ჩუენთა ვაბრალობთ, არამედ საქმენიცა სათნოებათანი მოვიგნეთ, რაჲთა ცხორებაჲ ჩუენი სადიდებელად ღმრთისა იყ...

სრულად ნახვა