მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იაკობ 5:16

15. და ლოცვა მან სარწმუნოებისამან აცხოვნოს სნეული იგი და აღადგინოს იგი უფალმან. დაღაცათუ ცოდვაჲ რაჲმე ექმნეს, მო-ვე-ეტეოს მას.16. აღუარებდით ურთიერთას ცოდვათა და ულოცევდით ერთი-ერთსა, რაჲთა განიკურნნეთ, რამეთუ ფრიად შემძლებელ არს ლოცვაჲ მართლისაჲ შეწევნად.17. ელია კაცივე იყო მსგავსი ჩუენი და ლოცვაჲ ილოცა არა წჳმად, და არა წჳმა ქუეყანასა ზედა სამ წელ და ექუს თუე,
იაკობ თავი 5
16. აღუარებდით ურთიერთას ცოდვათა და ულოცევდით ერთი-ერთსა, რაჲთა განიკურნნეთ, რამეთუ ფრიად შემძლებელ არს ლოცვაჲ მართლისაჲ შეწევნად.
თავი ვ̂. ვითარმედ არა კაცობრივ, არამედ ღმრთისა მიერ იქმნების წარმართებაჲ სლვათა კაცისათაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: აღუვარებდით ურთიერთას ცოდვათა და ულოცევდით ერთი ერთსა, რაჲთა განიკურნნეთ, რამეთუ ფრიად შემძლებელ არს ლოცვაჲ მართლისაჲ შეწევნად (5,16).:

თარგმანი: ესე სიტყუაჲ პირველითგან მრავალთა ადგილთა წმიდათა წერილთა საქადაგებელ არს: იტყოდე შენ პირველად ბრალთა შენთა, რაჲთა განჰმართლდე; და ვთქუ: უთხრა ბრალი ჩემი უფალსა; რამეთუ კაცისა მიმართი აღსაარებაჲ უფლისა მიმართად შეირაცხების, და იგი თავადი არს მომცემელი მოტევებისაჲ პირითა მის კაცისაჲთა. ხოლო ურთიერთასი ლოცვაჲ სასწაული არს სიყუარულისაჲ და მომნიჭებელი სიმდაბლისაჲ, რამეთუ რაჟამს შენ სიმდაბლით შეუვრდებოდი კაცთა წმიდათა და იგინი შენთჳს ევედრებოდინ ღმერთსა, ფრიადი სარგებელი შეგეძინების შენ ამის საქმისა მიერ. რამეთუ, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, ფრიადი ძალ-უც ლოცვასა მართლისასა თანა-შეწევნულსა. ესე იგი არს, ვითარმედ მაშინ ფრიადი ძალ-უც ლოცვასა წმიდათასა ჩუენთჳს, რაჟამს ჩუენ არა უზრუნველად და წარჴსნილად გუეძინოს, არამედ თანა-შევეწეოდით მათ ძალისაებრ და სიმდაბლით და ლმობიერად შეუვრდებოდით ლოცვისა ყოფად ჩუენთჳს, და ჩუენცა ძალისაებრ ჩუენისა ვილოცვიდეთ, რამეთუ დიდად სთნავს მეუფესა გულისაგან შემუსრვილისა და გონებისა დამდაბლებულისა აღმომავალი სულ-თქუმაჲ საცხორებელად თავისა თჳსისა.

„ვიხილე უფალი" — ჰომილია 1
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
4.:

...ო ღვთის მართალი განაჩენის შეცვლა, და მთელი ხალხი უდაბნოში დაეცა. და მაინც, ვინ იყო მოსეზე უფრო მართალი? ან ვინ იყო ღმერთის წინაშე მასზე უფრო კადნიერი? მართლის ვედრებაზე მართლაც ნათქვამია: „ფრიად შემძლებელ არს ლოცვაჲ მართლისაჲ შეწევნად“ (), მაგრამ მაშინ, როცა იგი მოქმედია, ანუ სინანულითა და მოქცევით არის შეწევნილი იმათში, ვისთვისაც აღევლინება. ხოლო მათ, ვისი ცხოვრების წესიც უნანელი და მოუქცეველია, როგორ შეძლებს ვედრება მათ შეწევნას, როცა თვითონვე საკუთარი საქმეებით მას ეწინააღმდეგებიან?

5.

და რად ვამბობთ, რომ ეს მთელი ხალხის ურჯულოებისას ხდება, როცა მცირერიცხოვან ქვეშევრდომთა ცოდვაც, ან ხშირად ერთისაც, სამართლიანად მმართველთა კადნიერებას აჭარბებს? ამას კვლავ თვით ისრაელისგანაც გაიგებს კაცი: როცა იგი მოსეს წინამძღოლობით უცხოტომელთა მიწას მიადგა და მათთან ბრძოლა დაიწყო, როგორ მოაწიეს მისიანთაგან ზოგიერთებმა, უცხოტომელთა ქალებით გახელებულებმა, ის საყოველთაო შემუსვრა და დაღუპვა. ასეთი რამ ერთის შემთხვევაშიც მოხდა,...

სრულად ნახვა