თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ, უკუეთუ ჭირსა შინა ხარ, ვედრებითა გულისაჲთა მოწყალე ჰყოფდი შენ ზედა ღმერთსა. ხოლო უკუეთუ მრთელ ხარ და თავისუფალ ჭირისაგან, ნუ დააკლდები მწყობრსა საეკლესიოთა მგალობელთასა, არამედ მათ თანა გალობდ დიდებისმეტყუელებასა უფლისასა.
იაკობ 5:13
12. ყოვლისა წინა, ძმანო ჩემნო, ნუ ჰფუცავთ ნუცა ცასა, ნუცა ქუეყანასა, ნუცა სხუასა რომელსა ფიცსა, არამედ იყავნ თქუენი ჰეჲ ჰე და არაჲ არა, რაჲთა არა ორგულებასა შესცჳვეთ.13. შჭირდეს თუ ვისმე თქუენგანსა, ილოცევდინ, მოლხინე თუ ვინმე არს, გალობდინ.14. უძლურ თუ ვინმე არს თქუენ შორის, მოუწოდენ ხუცესთა ეკლესიისათა და ილოცონ მის ზედა და სცხონ მას ზეთი სახელითა უფლისაჲთა.
იაკობ თავი 5