თარგმანი: ჴსენებაჲ მოულოდებელისა და უცნაურისა მეყსა შინა ადვილად მოკუდავებისაჲ ჯეროვნად ზარგანჴდილ და შეძრწუნებულ ჰყოფს კაცსა, რაჲთა მარადის შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთსა შეუვრდებოდის და არაოდეს შეემშჭუალვოდის კუამლებრ განქარვებადსა ამას ცხორებასა საწუთროჲსასა, რომელსა შინა შემოსლვაჲ და განსლვაჲ ღმრთისა ჴელმწიფებასა შინა არს და არა ჩუენსა, რომლისათჳს იტყჳს მეტყუელი იგავთაჲ, ვითარმედ: ნუ იქადი ხვალისა, რამეთუ არა უწყი, რაჲ შვეს მომავალმან. ამისთჳსცა ყოველი სიქადული, დავიწყებითა მოკუდავებისაჲთა ქმნილი, ბოროტ და მავნებელ არს, რამეთუ უკუეთუ არა დაივიწყოს კაცმან მოკუდავებაჲ, ვერცა ერთსა რას ზედა იქადის სილაღით.
იაკობ 4:15
14. რომელთა-ეგე არა იცით ხვალისაჲ, რამეთუ ვითარი არს ცხორებაჲ თქუენი? ვითარცა კუამლი ხართ, რომელნი მცირედ ჟამ ჩანნ და მერმე განქარდის.15. ამის წილ რომელი გიღირს თქუენ თქუმად: უკუეთუ უფალსა უნდეს და ვცხონდეთ და ვყოთ ესე გინა იგი.16. ხოლო აწ იქადით სილაღითა თქუენითა, ყოველივე სიქადული ესევითარი ბოროტ არს.
იაკობ თავი 4