მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იაკობ 4:11

10. დამდაბლდით წინაშე უფლისა, და აღგამაღლნეს თქუენ.11. ნუ ძჳრსა იტყჳთ, ძმანო ჩემნო, ურთიერთას. რომელი ძჳრსა იტყოდის ძმისათჳს და განიკითხვიდეს ძმასა თჳსსა, განიკითხავს სჯულსა და სჯის სჯულსა; უკუეთუ სჯულსა ჰსჯი, არა ხარ მყოფელ სჯულისა, არამედ განმკითხველ.12. ერთი არს სჯულის მდებელი და განმკითხველი, რომელი შემძლებელ არს ცხორებად და წარწყმედად. შენ ვინ ხარ, რომელი განიკითხავ მოყუასსა?
იაკობ თავი 4
11. ნუ ძჳრსა იტყჳთ, ძმანო ჩემნო, ურთიერთას. რომელი ძჳრსა იტყოდის ძმისათჳს და განიკითხვიდეს ძმასა თჳსსა, განიკითხავს სჯულსა და სჯის სჯულსა; უკუეთუ სჯულსა ჰსჯი, არა ხარ მყოფელ სჯულისა, არამედ განმკითხველ.
თავი ე̂. ვითარმედ წარმდები და უწესოჲ ენაჲ წარსწყმედს მომგებელსა მისსა, რომლისა დამჭირვაჲ ჯერ-არს საქებელად და სადიდებელად ღმრთისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ნუ ძჳრსა იტყჳთ, ძმანო ჩემნო, ურთიერთას. რომელი ძჳრსა იტყოდის ძმისათჳს და განიკითხვიდეს ძმასა თჳსსა, განიკითხავს შჯულსა და შჯის შჯულსა. უკუეთუ შჯულსა შჯი, არა ხარ მყოფელ შჯულისა, არამედ განმკითხველ (4,11).:

თარგმანი: ყოველივე შჯულისა გარდასლვაჲ, ძჳრის ზრახვისა და განკითხვისა მიერი, დავიწყებითა იქმნების თჳსთა ცოდვათაჲთა. ამისთჳსცა მარადის ვიჴსენებდეთ მათ, რაჲთა არა მოგუეცალოს განკითხვად მოყუასთა, და მის ძლით გარდასლვად შჯულსა მისსა, რომელმან-იგი ყოველი საშჯელი მოსცა ძესა. ამისთჳს მიმტაცებელნი პატივისა მისისანი, არა ხოლო ვითარცა გარდამავალნი, არამედ ვითარცა დამშჯელნიცა მის შჯულისანი განიკითხვიან, რომელი იტყჳს: ნუ განიკითხავთ, რაჲთა არა განიკითხნეთ.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის