თარგმანი: უეჭუელად გულისთქუმაჲ დიდებისმოყუარებისა და საჴმართმოყუარებისაჲ არს მიზეზ ურთიერთას ბრძოლათა და ლალვათა, რამეთუ კმა ვისსამე იყვის სახლი გინა აგარაკი თჳსი, რომელი აქუნ, არამედ ამისთჳს ოდენ გული უთქუამნ სხჳსაცა, რამეთუ მოყუსისაჲ უფროჲს იყვის მისსა. ესევითარი ესე გულისთქუმაჲ მარადის მბრძოლებისათჳს განწყობილად ითქუმის ასოთა შინა ჩუენთა, რაჲთა ჴორცთა მიერ ბრძოლა-უყოს სულსა.
იაკობ 4:1
1. ვინაჲ არიან ბრძოლანი და ლალვანი თქუენ შორის? ანუ არა მიერვე გულის თქუმათაგან თქუენთა, რომელნი განწყობილ არიან ასოთა შინა თქუენთა?2. გული გითქუამს და არა გაქუს, კაც-ჰკლავთ და იშურებით და ვერ ძალ-გიც მიმთხუევად, ილალვით და იბრძვით და არა გაქუს, რამეთუ არა ითხოვთ.
იაკობ თავი 4