თარგმანი: კეთილად მიამსგავსა ენაჲ ცეცხლსა, რამეთუ, ვითარ-იგი მრავალ-გზის მცირითა ნაბერწყალითა დიდ-დიდნი ქალაქნი და სოფელნი დამწუარ არიან, ეგრეთვე მცირითა სიტყჳთა მრავალ-გზის დიდნი შფოთნი და სისხლთ დათხევანი აღტეხილ არიან.
იაკობ 3:6
5. ეგრეცა, ენაჲ მცირე ასოჲ არს და დიდად მაღლოის. აჰა ესერა, მცირემან ცეცხლმან რავდენი ნივთი აღაგზნის!6. და ენაჲ ეგრეთვე ცეცხლ არს, სამკაული სიცრუისაჲ. ენაჲ დადგრომილ არს ასოთა შინა ჩუენთა, რომელი შეაგინებს ყოველსა გუამსა და აღაგზნებს ურმის თუალსა მას შესაქმისასა და აღგზნებულ არს გეჰენიისაგან.7. რამეთუ ყოველივე ბუნებაჲ მჴეცთა და მფრინველთაჲ და ქუეწარმავალთაჲ და მცურვალთაჲ დაიმწყსების და დამწყსილ არს ბუნებასა ქუეშე კაცთასა.
იაკობ თავი 3