თარგმანი: აჰა ესერა ნაყოფთაგან შეგუასწავა ცნობად ზეცისაჲ და საღმრთოჲ სიბრძნე განყოფილად სოფლიოჲსა ამისგან და საეშმაკოჲსა, რამეთუ სიბრძნე ჭეშმარიტი ღმერთი არს, რომელსა არარაჲ ესრეთ საყუარელ უჩნს კაცთა შორის, ვითარ მშჳდობაჲ და ნაყოფნი საღმრთოჲსა მშჳდობისანი.
იაკობ 3:17
16. რამეთუ სადა არს შური და ჴდომაჲ, მუნ შფოთი და ყოველი ბოროტისა საქმჱ.17. ხოლო ზეგარდმოჲ სიბრძნე პირველად სიწმიდე არს და მერმე მშჳდობაჲ, სახიერებაჲ, მორჩილებაჲ, სავსე წყალობითა და ნაყოფითა საქმეთა კეთილთაჲთა განუკითხველ და შეუორგულებელ.18. რამეთუ ნაყოფი სიმართლისაჲ დაეთესვის მშჳდობით მათთჳს, რომელნი ჰყოფენ მშჳდობასა.
იაკობ თავი 3