თარგმანი: ესე არს საცნაურებაჲ სიბრნისაჲ, რაჲთა მშჳდ იყოს კაცი და მეცნიერებით განარჩევდეს საღმრთოსა სიბრძნესა და ზეგარდამოსა კაცობრივისაგან და ქუეყნიერისა საეშმაკოჲსა, და არა ხოლო საქმით, არამედ გონებითცა ეკრძალებოდის მიზეზთა შურისა და ჴდომისათა. რამეთუ დაღაცათუ ცხადად ჰფარვიდეს, არამედ გულსაცა შინა ქონებაჲ შურისა და ჴდომისაჲ შორს განაგდებს მას ჭეშმარიტებით და საღმრთოდ სიქადულისაგან. რამეთუ ესე არს ტყუილი ჭეშმარიტებასა ზედა, რაჟამს სახით ჩემებულსა და არა გულითად ქონებულსა რასმე ზედა იქადდეს კაცი და სიქადულითა მით ცუდითა და ამაოჲთა ტყუოდის ჭეშმარიტებასა ზედა.
იაკობ 3:15
14. ხოლო უკუეთუ შური მწარე გაქუნდეს და ჴმდომაჲ გულთა შინა თქუენთა, ნუ იქადით და სტყუით ჭეშმარიტებასა ზედა.15. არა არს ესე სიბრძნე ზეგარდამოსრული, არამედ ქუეყანისჲ, მშჳნვიერი და საეშმაკოჲ.16. რამეთუ სადა არს შური და ჴდომაჲ, მუნ შფოთი და ყოველი ბოროტისა საქმჱ.
იაკობ თავი 3