თარგმანი: არა გჳტევებს მსგავსად ჴორციელთა კაცთასა, რაჲთა საწუთროჲთა ამით ხოლო გარეშითა თუალითა ვიდრე სამოსელთამდე დავაყენებდეთ ხედვასა, არამედ რაჲთა სულიერითა თუალითა გონებისაჲთა სიღრმედ ხედვისა მივიწეოდით და მასვე და ერთსა პატივსა ვაჩუენებდეთ გლახაკისა მიმართ და მდიდრისა, რომელნი-იგი ზოგად ასონი არიან ქრისტეს ჩუენ ყოველთა თავისადა შენაწევრებულნი და მასვე სავსებასა მორწმუნეთა გუამისასა აღმავსებელნი. ამისთჳს გჳღირს კეთილითა გულის-სიტყჳთა ბჭობაჲ, ვითარმედ: უკუეთე გლახაკისა მის თანა დავმდაბლდეთ გონებითა, მის თანავე აღმამაღლნეს ქრისტემან, მდაბალთა მადლისა მიმცემელმან, ხოლო ამპარტავანთა შემმუსრველმან და მიწადმდე დამამდაბლებელმან.
იაკობ 2:3
2. რამეთუ, უკუეთუ შევიდეს შესაკრებელსა თქუენსა კაცი ოქროჲსა ბეჭდითა და სამოსლითა ბრწყინვალითა, და შევიდეს გლახაკიცა სამოსელითა შეურაცხითა.3. და მიჰხედოთ მას, რომელსა-იგი ემოსოს სამოსელი ბრწყინვალე, და ჰრქუათ მას: შენ დაჯედ აქა კეთილად, და გლახაკსა მას ჰრქუათ: შენ დეგ იქი, ანუ დაჯედ აქა ქუეშე ფერჴთა ჩუენთა4. და არა განიკითხენით თავთა შორის თქუენთა და იქმენით მსაჯულ გულის სიტყჳთა ბოროტითა?
იაკობ თავი 2