მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იაკობ 2:21

20. გნებავსა ცნობად, ჵ კაცო ამაოო, რამეთუ სარწმუნოებაჲ თჳნიერ საქმეთასა მკუდარ არს?21. აბრაჰამ, მამაჲ ჩუენი, არა საქმეთაგან განმართლდაა, რამეთუ შეწირა ისაკი, ძე თჳსი, საკურთხეველსა ზედა?22. ჰხედავა, რამეთუ სარწმუნოებაჲ შეეწია საქმეთა მისთა და საქმეთაგან სარწმუნოებაჲ იგი სრულ იქმნა?
იაკობ თავი 2
21. აბრაჰამ, მამაჲ ჩუენი, არა საქმეთაგან განმართლდაა, რამეთუ შეწირა ისაკი, ძე თჳსი, საკურთხეველსა ზედა?
თავი დ̂. ვითარმედ არა სარწმუნოებითა ხოლო, არამედ საქმეთაგან; და არა საქმეთაგან ხოლო, არამედ ორკერძოვე განმართლდების კაცი
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: გნებავს-ა ცნობად, ჵ კაცო ამაოო, ვითარმედ სარწმუნოებაჲ თჳნიერ საქმეთასა მკუდარ არს? აბრაჰამ, მამაჲ ჩუენი, არა საქმეთაგან განმართლდა-ა? რამეთუ შეწირა ისაკი, მე თჳსი, საკურთხეველსა ზედა ხედავ-ა, რამეთუ სარწმუნოებაჲ შეეწია საქმეთა მისთა, და საქმეთაგან სარწმუნოებაჲ, იგი სრულ იქმნა. და აღესრულა წერილი იგი, რომელი იტყჳს: ჰრწმენა აბრაჰამსა ღმერთი და შეერაცხა მას სიმართლედ, და მეგობარ ღმრთისა ეწოდა. ჰხედავთა, რამეთუ საქმეთაგან განმართლდების კაცი და არა სარწმუნოებისაგან ხოლო? (2,20-24).:

თარგმანი: რაჲთა არა საგონებელ იყოს ამათ სიტყუათათჳს წინა-აღმდგომობაჲ პავლესი და იაკობისი, ვითარ პავლე სარწმუნოებითა ხოლო იტყჳს განმართლებასა აბრაჰამისსა თჳნიერ საქმეთასა, ხოლო იაკობ საქმეთაგან იტყჳს განმართლებასა, აწ უკუე ამიერ განვაცხადოთ ერთ-ძმობამ და არა წინა-აღმდგომობაჲ ორთაჲვე ამათ, რამეთუ სიტყჳსაებრ პავლესსა პირველ ყოველთა საქმეთასა (ესე-იგი იყვნეს წინა-დაცუეთაჲ და მსხუერპლად შეწირვაჲ ისაკისი) სარწმუნოებითა ოდენ განმართლდა აბრაჰამ და სარწმუნოებაჲ იგი ღმრთისაჲ შეერაცხა მას სიმართლედ და იწამა წერილისა მიერ. გარნა მან კუალად ამისა შემდგომად არავე დააყენა უქმად სარწმუნოებაჲ თჳსი, არამედ ზედა-დაჰრთო, სიტყჳსაებრ იაკობისსა, წინა-დაცვეთაჲ და შეწირვაჲ ისაკისი, რომლითა კუალადცა იწამა და ეწოდა მეგობარ ღმრთისა სიტყჳსაებრ დაბადებისა. აწ უკუე ორივე ესე სახე აბრაჰამისი ჩუენ ზედა აღსრულებულად იხილვების სიტყჳსაებრ დიდთა ამათ მოძღუართაჲსა, რამეთუ ვითარცა პავლე იტყჳს განმართლებასა აბრაჰამისსა თჳნიერ საქმეთა, მხოლოდ სარწმუნოებითა ოდენ, ეგრეთვე ჩუენ პირველ ნათლისღებისა მხოლოდ სარწმუნოებასა ოდენ შემოვიღებთ და ესრეთ უსასყიდლოდ განვმართლდებით მადლითა...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის