მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იაკობ 2:19

18. არამედ თქუას თუ ვინმე: შენ სარწმუნოებაჲ გაქუს და მე საქმენი მქონან, მიჩუენე მე სარწმუნოებაჲ შენი საქმეთაგან შენთა, და მე გიჩუნო შენ საქმეთაგან ჩემთა სარწმუნოებაჲ ჩემი.19. შენ გრწამს, ვითარმედ ერთ არს ღმერთი, კეთილად იქმ, და ეშმაკთაცა ჰრწამს და ძრწიან მისგან.20. გნებავსა ცნობად, ჵ კაცო ამაოო, რამეთუ სარწმუნოებაჲ თჳნიერ საქმეთასა მკუდარ არს?
იაკობ თავი 2
19. შენ გრწამს, ვითარმედ ერთ არს ღმერთი, კეთილად იქმ, და ეშმაკთაცა ჰრწამს და ძრწიან მისგან.
თავი დ̂. ვითარმედ არა სარწმუნოებითა ხოლო, არამედ საქმეთაგან; და არა საქმეთაგან ხოლო, არამედ ორკერძოვე განმართლდების კაცი
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: არამედ თქუას ვინმე: შენ სარწმუნოებაჲ გაქუს და მე საქმენი მქონან. მიჩუენე მე სარწმუნოებაჲ შენი საქმეთაგან შენთა, და მე გიჩუენო შენ საქმეთაგან ჩემთა სარწმუნოებაჲ ჩემი. შენ გრწამს, ვითარმედ ერთ არს ღმერთი. კეთილად იქმ. და ეშმაკთაცა ჰრწამს და ძრწიან მისგან (2,18-19).:

თარგმანი: ამათ სიტყუათა მიერ გჳჩუენებს, ვითარმედ ვერცა სარწმუნოებაჲ თჳნიერ საქმეთა იხილვების, ვერცა საქმენი თჳნიერ სარწმუნოებისა. არამედ თითოეული მეორისა სრულ მყოფელი არს.

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ია
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ია საუკუნოჲსა მის სასჯელისათჳს:

...თჳს ბოროტისათა, და არავის კმა-ეყოფის სარწმუნოებაჲ ხოლო, არამედ კეთილისა საქმე თანაგუაც. არა თუ ეშმაკნიცა არა ძრწიან ღმრთისაგან და იციან, ვითარმედ იგი არს ღმერთი ჭეშმარიტი და მეუფე ყოველთაჲ? არამედ არა იჴსნებიან ამისთჳს ცეცხლისა მისგან საუკუნოჲსა, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „ეშმაკთაცა ჰრწამს და ძრწიან მისგან“, არამედ „სარწმუნოებაჲ თჳნიერ საქმეთასა ცუდ არს“.

ამისთჳს გჳღირს დიდი კრძალულებაჲ, რაჲთა ვყოთ ცხორებაჲ ჩუენი სათნო ღმრთისა, რამეთუ ამისთჳს აქა შემოგკრებ თქუენ, რაჲთა ნაყოფი კეთილი გამოიღოთ სწავლითა და სმენითა საღმრთოთა სიტყუათაჲთა. უკუეთუ კულა უნაყოფოებასა შინავე ეგნეთ, რაჲ სარგებელ არს შემოკრებაჲ ეკლესიად? უკუეთუ შვილნი ჩუენნი მივიდოდინ მარადღე სასწავლოდ და არარას ისწავლიდენ, არა მაბრალობელ მოძღუართა მათ ვიქმნებით? ხოლო აწ სულიერსა ამას მოძღურებასა ზედა რაჲ-მე ყოფად არს, უკუე-თუ უსარგებლო იყოს კრებაჲ ესე და სწავლაჲ? რამეთუ აქა უმრავლესნი არიან მოძღუარნი, ვიდრეღა ჴორციელსა მას სამოძღუროსა შინა. იხილენით, ვინ არიან მოძღუარნი ესე, რომელნი დადგინებულ არიან სწავლად თქუენდა: წინაწარმეტყუელნი, მოციქულნი, მამათმთავარნი და მართალნი. გრცხუენოდენ პატიოსნებისა მის და სიწმიდისა მათისაგან და ნუ...

სრულად ნახვა