მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იაკობ 2:15

14. რაჲ სარგებელ არს, ძმანო ჩემნო, უკუეთუ ვინმე თქუას: სარწმუნოებაჲ მაქუს, და საქმენი არა ჰქონდინ? ნუ ძალ-უც-მეა სარწმუნოებასა ხოლო ცხოვნებად მისა?15. რამეთუ უკუეთუ ძმაჲ გინა დაჲ შიშველ იყვნენ და ნაკლულევან მდღევრისა საზრდელისა16. და ჰრქუას ვინმე თქუენგანმან: წარვედით მშჳდობით, განძეღით და განტეფით, და არა სცეთ მათ საჴმარი ჴორცითაჲ, რაჲ სარგებელ არს?
იაკობ თავი 2
15. რამეთუ უკუეთუ ძმაჲ გინა დაჲ შიშველ იყვნენ და ნაკლულევან მდღევრისა საზრდელისა
თავი დ̂. ვითარმედ არა სარწმუნოებითა ხოლო, არამედ საქმეთაგან; და არა საქმეთაგან ხოლო, არამედ ორკერძოვე განმართლდების კაცი
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ უკუეთუ ძმაჲ გინა დაჲ შიშუელ იყვნენ და ნაკლულევან მდღევრისა საზრდელისა და ჰრქუას ვინმე მათ: წარვედით მშჳდობით, განძეღით და განტეფით; და არა სცეთ მათ საჴმარი ჴორცთაჲ, რაჲ სარგებელ არს? ეგრეცა სარწმუნოებაჲ; უკუეთუ არა აქუნდენ საქმენი, მკუდარ არს იგი ხოლო (2,15-17).:

თარგმანი: ვინაჲთგან სარწმუნოებაჲ სიტყჳთა არს და გონებითა, ხოლო ჩუენ კაცნი ვერ ვიხილავთ მას, უკუეთუ არა საქმით ვინმე გჳჩუენოს ძალი სარწმუნოებისა თჳსისაჲ ეგრეთვე არს ესეცა, რამეთუ მაშინ სრულ იქმნების კეთილი ნებაჲ, რაჟამს არა ხოლო სიტყჳთ ვჰრქუათ — ჭამე და სუ, — არამედ ძალისაებრ ჩუენისა მივსცეთ მშიერთა საზრდელი და სასუმელი.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის