მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იაკობ 2:14

13. რამეთუ სასჯელი უწყალო არს მათთჳს, რომელთა არა ყონ წყალობაჲ; იქადოდეთ წყალობასა სასჯელისასა.14. რაჲ სარგებელ არს, ძმანო ჩემნო, უკუეთუ ვინმე თქუას: სარწმუნოებაჲ მაქუს, და საქმენი არა ჰქონდინ? ნუ ძალ-უც-მეა სარწმუნოებასა ხოლო ცხოვნებად მისა?15. რამეთუ უკუეთუ ძმაჲ გინა დაჲ შიშველ იყვნენ და ნაკლულევან მდღევრისა საზრდელისა
იაკობ თავი 2
14. რაჲ სარგებელ არს, ძმანო ჩემნო, უკუეთუ ვინმე თქუას: სარწმუნოებაჲ მაქუს, და საქმენი არა ჰქონდინ? ნუ ძალ-უც-მეა სარწმუნოებასა ხოლო ცხოვნებად მისა?
თავი დ̂. ვითარმედ არა სარწმუნოებითა ხოლო, არამედ საქმეთაგან; და არა საქმეთაგან ხოლო, არამედ ორკერძოვე განმართლდების კაცი
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რაჲ სარგებელ არს, ძმანო ჩემნო, უკუეთუ ვინმე თქუას — სარწმუნოებაჲ მაქუს, — და საქმენი არა ჰქონდინ. ნუ ძალ-უც-მე-ა სარწმუნოებასა ხოლო ცხოვნებად მისსა? (2,14).:

თარგმანი: ვინაჲთგან ცუდ სახელ არს და არა ჭეშმარიტ სიტყუაჲ მისი, რომელი იტყოდის სარწმუნოებასა ქონებად თჳნიერ საქმეთა, ამისთჳს არა იტყჳს, ვითარმედ: რად სარგებელ არს სარწმუნოებაჲ; არამედ: რად სარგებელ არსო თქუმაჲ მისი, რომელი არა იყოს, ვითარმცა სარწმუნოებაჲ ვისმე აქუნდა თჳნიერ საქმეთა, რამეთუ უსრულ და მკუდარ არს სარწმუნოებაჲ თჳნიერ საქმეთა. ამისთჳს, ვითარცა უსრული, ვერვის კმა-ეყოფვის ცხორებად.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის