თარგმანი: შჯულად აზნაურებისა უწოდს თუალ-უხუაობასა საუკუნოჲსა საშჯელისასა, რომელსა ჴელმწიფებაჲ აქუს აზნაურებით და თავისუფლებით შჯად. ამისთჳს უწყალოდ შჯის მათ, რომელთა არა აქავე შეიწყალნენ თავნი თჳსნი მოქცევითა და სინანულითა, არამედ შეჰკადრონ ღმრთისა სულგრძელებასა და მოუქცეველ იქმნნენ ცოდვისაგან.
იაკობ 2:12
11. რამეთუ რომელმან-იგი თქუა: ნუ იმრუშებ, მანვე თქუა: ნუ კაც-ჰკლავ, ხოლო უკუეთუ იმრუშო არა და კაც-ჰკლა, იქმენ გარდამავალ სჯულისა.12. ესრეთ იტყოდეთ და ესრეთ ჰყოფდით, ვითარცა სჯულისაგან აზნაურებისა განსჯადნი.13. რამეთუ სასჯელი უწყალო არს მათთჳს, რომელთა არა ყონ წყალობაჲ; იქადოდეთ წყალობასა სასჯელისასა.
იაკობ თავი 2