თარგმანი: გამოსთარგმანებს ზემოსა მას სიტყუასა, თუ რაჲ არს, რომელ-იგი თქუა, ვითარმედ: "ისაკისაგან გეწოდოს შენ ნათესავად". ესე იგი არს, ვითარმედ აღთქუმისაგანნი არიან ნათესავ აბრაჰამისა, ხოლო არა თქუა თუ "შვილ აბრაჰამის", არამედ "შვილ ღმრთისა", რაჲთა გამოაჩინოს, ვითარმედ ისაკცა არა იყო ყოვლითურთ ჴორციელი შვილი აბრაჰამისი. თუ არა ჴორციელად ჰურიანიცა შვილ აბრაჰამისა არიან; არამედ ჩუენ ვართ ჭეშმარიტნი შვილნი მისნი, რომელნი მორწმუნენი ვართ, ვითარცა იგი, და შვილ ღმრთისა — ნათლისღებისა მიერ. ხოლო ჰურიანი უცხო არიან შვილებისაგან ღმრთისა.
ჰრომაელთა მიმართ 9:8
თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: დაღაცათუ ჰგონებენ ვიეთნიმე, ვითარმედ დავარდა სიტყუაჲ ღმრთისაჲ, არამედ არა დავრდომილ არს. ვინ ჰგონებენ? — არამედ ზემონი იგი მგმობარნი, რომელნი იტყოდეს ვითარმედ: ჰურიათა აღუთქუა ღმერთმან და წარმართთა მისცა. რაჲ არს დავრდომაჲ სიტყჳსაჲ? — ცხად არს, ვითარმედ — რაჟამს წინაჲსწარ თქუმული არა იქმნას საქმით. ხოლო რომელი იყო სიტყუაჲ იგი ღმრთისაჲ, რომლისა აწ დავრდომასა და უქმ ქმნასა აჩემებენ ღმერთსა? — ცხად არს, ვითარმედ სიტყუაჲ იგი დაბადებისაჲ: "ესრეთ იყოს ნათესავი შენი, ვითარცა ვარსკულავნი ცისანი" (), რომელი-ესე უეჭუელად სრულ ქმნილ არს და არა დავრდომილ არს; რამეთუ არა ჴორციელსა, არამედ სულიერსა მსგავსებასა ზედა იქმნების უჭეშმარიტესი შვილობაჲ. ამისთჳს აწ მოციქულმან არა იაკობისგანნი, არამედ ისრაჱლისაგანნი თქუნა, რაჲთა არა ჴორცთა მიერ, არამედ სათნოებისა მიერ სახელ-სდვას მას, ვითარმედ არა ჴორცთა და სისხლთა მიერ, არამედ ზეგარდამო მონიჭებულ იქმნა აღთქუმით შვილობაჲ აბრაჰამისი. ხოლო სიტყუასა ამას, რომელ აწ შემოიღო "დაბადებისაგან", - "ისაკისგან გეწოდოს შენ ნათესავი", — თჳთვე...
...საჲ, რამეთუ არა ყოველნი ისრაჱლისაგანნი ესენი არიან ისრაჱლ“** (), „არამედ „ისაკისგან გეწოდოს შენ ნათესავი““ (), ესე იგი: „არა თუ შვილნი ჴორცთანი ესენი არიან შვილ ღმრთის, არამედ შვილნი იგი აღთქუმისანი შერაცხილ არიან ნათესავად“ (). ხოლო მორწმუნეებს სამართლიანად შეიძლება ეწოდოთ ხალხის მშვენიერება. რა არის იმ მორწმუნეებზე უმშვენიერესი? ხოლო ერს მის სამკვიდრებლად უწოდებს არა იმიტომ, თითქოს ოდესმე სხვა ერები უგულებელეყოს, არამედ იმის საჩვენებლად, თუ რაოდენ დიდია მათდამი სიყვარული, მათი თავისიანად მიღება და განგების დამატებითი ზრუნვა.
და რათა წინასწარმეტყველური სიზუსტე შეიცნო, იხილე, როგორ იყენებს იმ ჩვეულებრივ სიტყვას, რომელსაც ბევრი ნაყიდ საგნებზე ხმარობს. რადგან ბევრი, როდესაც რამეს ყიდულობს, ხშირად იმ ნივთებს, რომლებიც სხვებს აღემატება, „მშვენიერებას“ უწოდებს. ამიტომ, რათა აჩვენოს, რომ ყველანი არ ცხონდებიან, ამბობს: **„შუენიერება...
...დე თქუენ ყოველთა“** ()? და რა გიკვირს, თუ სიკვდილიც ასეა, იქ, სადაც ზოგიერთთა შობაც კი ბუნების კანონით არ ხდება, როგორც ისაკისა და როგორც სამუელისა? ამიტომაც მათ „შვილნი ჴორცთანი“ () კი არ უწოდებს, არამედ „შვილნი იგი აღთქუმისანი“ ().
ასევე მოსეც უბრალოდ კი არ კვდებოდა, არამედ ღვთის ბრძანებით; არც იოანე, არამედ ღვთის დაშვებით. თუმცა მისი სიკვდილი მეძავის საზღაური გახდა, მაგრამ ასეთ შემთხვევაშიც პატივდებული შეიქნა. სწორედ ეს არის საკვირველი: რომ ასეთნაირად აღსრულებულიც პატივდებული იყო; რადგან ჭეშმარიტებისთვის დაასრულა ცხოვრება და იმდენად პატივდებული იყო, რომ თვით მის მკვლელსაც ეშინოდა მისი. ხოლო რომ ეშინოდა მისი, მოისმინე, რას ამბობს მახარებელი ჰეროდეს შესახებ: „იგი აღდგომილ არს მკუდრეთით, და მისთჳს იქმნებიან ძალნი ესე მის თანა“ ()....