მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ჰრომაელთა მიმართ 9:2

1. ჭეშმარიტსა ვიტყჳ ქრისტეს მიერ და არა ვტყუი თანამოწამებითა ჩემდა გონებისა ჩემისაჲთა სულითა წმიდითა,2. რამეთუ მწუხარება არს ჩემდა დიდ და მოუკლებელი სალმობაჲ გულისა ჩემისაჲ.3. რამეთუ ვილოცევდ მე შეჩუენებულ - ყოფად თავსა ჩემსა ქრისტესგან ძმათა ჩემთათჳს და ნათესავთა ჩემთა ჴორციელად,
ჰრომაელთა მიმართ თავი 9
2. რამეთუ მწუხარება არს ჩემდა დიდ და მოუკლებელი სალმობაჲ გულისა ჩემისაჲ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მიუგო იუდა, რომელმან მისცა იგი, და თქუა: ნუუკუე მე ვარ, მოძღუარ? ჰრქუა მას იესუ: შენ სთქუ“ (26,25).:

...ყოვლადვე არა იყვნეს. რამეთუ ღმერთმან არცა ერთი ქმნა ბოროტად, არამედ ყოველნივე კეთილად დაჰბადნა, და კაცად-კაცადი ნეფსით თჳსით იქმს ბოროტსა გინა კეთილსა.

აწ უკუე გრქუა თქუენ სიტყუაჲ პავლე მოციქულისაჲ, ვითარმედ: „შენ ვინ ხარ, კაცო, რომელი სიტყუას-უგებ ღმერთსა? ჰრქუას-მეა ქმნულმან შემოქმედსა: რაჲსა ესრეთ შემქმენ?“

რამეთუ ყოველნივე კეთილად ქმნნა კეთილისმოქმედმან მან უფალმან. ხოლო ბოროტნი კაცნი და უკეთურნი ნეფსით თჳსით იქმნნეს უკეთურ. ვინაჲთგან უკუე იგინი ნეფსით მიდრკეს ბოროტისა მიმართ, იქმნა საქმე ესე უმეტესად გამომაჩინებელ სიკეთისა მის კეთილთა კაცთაჲსა, რაჲთა უმეტესად საკჳრველ იყვნენ, ოდეს შორის უკეთურთა გამოჩნდენ კეთილნი.

და კუალად, სიკეთე მათი უმეტესად მამხილებელ და დამსჯელ უკე-თურთაჲსა იქმნების, რამეთუ ხედვიდეს სახესა კეთილისასა და არა ჰბაძვიდეს. და ვითარცა-იგი კეთილისა მოქმედნი ორკერძო იდიდებიან (ერ-თად, რომელ ქმნეს კეთილი, და მეორედ, რომელ ბოროტთა კაცთაგან არაჲ ევნო, არცა მიემსგავსნეს მათ), ეგრეთვე ბოროტისმოქმედნი ორკერძო დაისჯებიან: ერთად, რომელ ქმნეს ბოროტი, და მეორედ, რომელ კეთილისა მოქმედთა არა ჰბაძვიდეს. ვითარცა-იგი საწყალობელსა მას იუდას შეემ-თხჳა, რომელ-იგი შორის მოციქულთა იყო და მარადღე სწავლაჲ უფლისაჲ ესმოდა და არარაჲ ინე...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ია
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რამეთუ ესერა ცული ძირთა თანა ხეთასა ძეს“ (3,10).:

...ხუათაჲ ადგილსა მათსა და დადებაჲ ცულისაჲ ძირთა ზედა, რაჲ-თა სრულიად აღმოჰფხურნეს, და უნაყოფოთაჲ მათ ცეცხლსა დადებაჲ - ესე ყოველი ამისთჳს წარმოთქუა, რაჲთა სრულიად უდებნიცა და დაჴსნილნი განაფრთხვნეს და მოიყვანნეს სინანულად. ამას მოასწავებს პავლეცა და იტყჳს: „სიტყუაჲ შემოკლებული ყოს უფალმან ყოველსა ქუეყანასა ზედა“. არამედ ნუ გეშინინ! და უფროჲსღა ესრეთ ვთქუა: გეშინოდენ, გარნა ნუ წარიკუეთ სასოებასა, რამეთუ არსღა სასოებაჲ სინანულისაჲ, უკუეთუ გენებოს. არა მოკუეთად მოვიდა ცული იგი; უკუეთუ არა, რაჲ აყენებდა მას მოკუეთად, ვინაჲთგან ძირთა ზედა ძეს? არამედ რაჲთა შიშითა მით მოკუეთისაჲთა მოგაქციოს სინანულად და ნაყოფისა გამოღებად. ამის-თჳსცა შეჰმატა და თქუა:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ყოველმან ხემან რომელმან არა გამოიღოს ნაყოფი კე-თილი, მოეკუეთოს და ცეცხლსა დაედვას“ (3,10).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ოდეს „ყოველი“ თქუას, არავის გარეგან დაუტეობს, ვი-თარმცა იტყოდა, ვითარმედ: დაღაცათუ აბრაჰამის შვილ იყო, დაღაცათუ ყოველნი მამათმთავარნი თჳს გეყვოდინ, უკუეთუ უნაყოფოებასა შინა დაადგრე, ცეცხლსა მიეცემი. ამით სიტყჳთა მაშინ ყოველნივე შეაშინნა: ფარისეველნი და მეზუერენი, მჴედრობად განწესებულნი, რაჲთა არცა მოქცევისათჳს უსასო იყვნენ, არცა უნაყოფოებისათჳს უზრუნველ.

არა შიშისა...

სრულად ნახვა