... არა თუ სხუათა მათ არა მიეცემოდა, არამედ არა ინებეს მიღებად, ხოლო მოციქულნი წადიერ იყვნეს და გულმოდგინე, ამისთჳსცა მოეცა ღმრთის მიერ.
და კუალად, ოდეს გესმას სიტყუაჲ მოციქულისაჲ, ვითარმედ: „არა რომელსა-იგი უნებს, არცა რომელი რბის, არამედ რომელი ეწყალინ ღმერთსა“, ესრეთ გულისჴმა-ყავ სიტყუაჲ იგი: ვინაჲთგან არიან ვიეთნიმე მზუაობარ სათნოებათა თჳსთა ზედა, ვიდრეღა ყოველსა მას საქმესა კეთილისასა თავთა თჳსთა მიაჩემებენ და არა დამბადებელსა და მომნიჭებელსა კეთილისასა, ამისთჳს გუასწავებს სიტყუაჲ ესე, ვითარმედ: იგი მებრ მოგონებაჲ კეთილისაჲ თუ სთქუა, საჴმარ არს ღმრთისა მიერ შეწევნაჲ, უფროჲსად გამორჩევაჲ კეთილისაჲ და შეყუარებაჲ ნიჭი არს კაცთმოყუარებისა ღმრთისაჲ. რამეთუ ჩუენიცა ნებაჲ საჴმარ არს და ღმრთისამიერიცა შეწევნაჲ, ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: „არა რომელსა უნებს“, ესე იგი არს, ვითარმედ წარმართებაჲ კეთილისაჲ არა მისი ოდენ არს, რომელსა უნებს, არცა მისი ოდენ არს, რომელი რბის, არამედ წყალობისაცა და შეწევნისა ღმრთისაჲ არს, და მისა თანაგუაც მიჩემებად ყოვლისავე კეთილისა; რამეთუ რაოდენცა ჰრბიოდი, რაოდენცა იღუაწო, გიჴმს ღმრთისამიერიცა შეწევნაჲ, რომლისაგან ეძიებ გჳრგჳნსა შრომათა შენთასა. ეგრეთვე არს წინამდებ...