თარგმანი: რამეთუ არა შენი არსო, ჵ მოსე, რაჲთა იცოდი თუ რომელი არს ღირს წყალობისა, არამედ მე მომიშუ ესე საშჯელი.
ჰრომაელთა მიმართ 9:15
თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: ნუუკუე და სიცრუვე ვინ დასწამოს ღმერთსა უღრმესსა ამას შინა, რამეთუ პირველ შობისა იაკობი შეიყუარა კეთილ ყოფისათჳს, და ესავი მოიძულა ბოროტ ყოფისათჳს, რაჟამს უხუცესი მონა ყო უმრწემესისა. რაჲ სთქუა უცხადესსა ამას შინა, ვითარ უდაბნოსა ზედა ყოველთა ზოგად ქმნეს ჴბოჲ და უზორეს კერპსა; არამედ ჯერეთ არცა მათი ბრალისა სიმცროჲ გინა სიდიდე საცნაურ იქმნა მოსესდა. ამისთჳს ეტყჳს ღმერთი, ვითარცა წერილ არს წიგნსა გამოსლვათასა: "შევიწყალო, რომელი შევიწყალო, და შევიწყნარო, რომელი შევიწყნარო", რამეთუ არა შენი არს საქმე ეგე, ჵ მოსე, რომელი-ეგე სისწორესა ოდენ ხედავ ბრალისასა, ვითარ ყოველთავე თაყუანის-სცეს კერპსა. ხოლო მე შინაგანი უწყი გონებაჲ თითოეულისაჲ, თუ რომელი იყო გონებით მეძიებელ და მომპოვნებელ ბოროტისა, ანუ რომელი თანა-წარტაცებითა სხუათაჲთა იქმნა ბოროტ. აწ უკუე მოციქული ამით სიტყჳთა პირსა დაუყოფს მათ, რომელნი გამოეძიებდენ განკითხვათა ღმრთისათა; ვითარმედ უკუეთუ მოსე, რომელსა ესმა ღმრთისაგან — "გიცი შენ უფროჲს ყოველთა" () —უმეცარ იყო სიღრმესა ღმრთისა საშჯელთასა, ვინ...
თარგმანი: რამეთუ არა შენი არსო, ჵ მოსე, რაჲთა იცოდი თუ რომელი არს ღირს წყალობისა, არამედ მე მომიშუ ესევითარი სასჯელი.
...ონ არის „წყალობაო ჩემო“ (); მე კი იგი ჩემი საქმეებით არ მომიპოვებია. რადგან, თუმცაღა წყალობაა, იგი განურჩევლად ყველას როდი მოეფინება; რადგან ამბობს: „შევიწყალო, რომელი-იგი შევიწყალო, და შევიწყნარო, რომელი-იგი შევიწყნარო“ ().
ამიტომ, თუ შეწყალებას მოველით, ჩვენივე მხრიდან უნდა მივცეთ საფუძველი ასეთ კაცთმოყვარეობას. დავითი კი ამბობს, რომ თვით შეწყალებაც ღმერთისგან აქვს. ხედავ შემუსვრილ სულს? ხედავ მადლიერ განწყობას და იმას, როგორ მიაკუთვნებს ყოველივეს კაცთმოყვარე ღმერთს? „შემწეო ჩემო და მჴსნელო ჩემო; შესავედრებელი ჩემი, და მე ვესავ მას“ (). იგი განუწყვეტლივ სიტყვას ღმერთისადმი სასოებისკენ აბრუნებს და ყველას ასწავლის, რომ განსაცდელებში არ ჩაიძირონ, არამედ თვით უბედურებათა შუაგულშიც ღმერთისკენ ჰქონდეთ მზერა მიპყრობილი, სასო არ წარიკვეთონ და არ დაეცნენ....
...ლეა, ისე რომ მისი კაცთმოყვარეობა არასოდეს წყდება, არ მთავრდება და არ სუსტდება; მეორე კი ის, რომ იგი შემოქმედი და დამბადებელია. მაგრამ, როგორც ამ საფუძვლებზე დაყრდნობით ხსნას ვითხოვთ, ასევე წყალობის ღირსი რამეც წარმოვაჩინოთ. რადგან ამბობს: „შევიწყალო, რომელი-იგი შევიწყალო“ (; ). წყალობა ხომ განურჩევლად არ მოდის, არამედ მასაც აქვს გარკვეული განრჩევა. რადგან, თუ განურჩევლად მოვიდოდა, არავინ დაისჯებოდა. ამიტომ ჯეროვნად ვიქცეოდეთ არა მხოლოდ იმიტომ, რომ წყალობას ვიღებთ, არამედ იმიტომაც, რომ ღმერთისგან ვართ შექმნილნი. ვინც ღმერთისგან არის შექმნილი და ასეთი დამბადებელი და მეუფე ჰყავს, მას მართებს, მისი მზრუნველობისა და ასეთი განგების ღირსი ცხოვრება წარმოაჩინოს. თუ ამას ვაკეთებთ, მომავალ სიკეთეებს მივაღწევთ.
ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლითა და კაცთმოყვარეობით, რომლის თანა მამასა, სულიწმიდითურთ, დიდება, ძალა, პატივი, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
სათარგმნო შენიშვნები
1....