მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ჰრომაელთა მიმართ 8:6

5. რამეთუ რომელნი-იგი ჴორციელად არიან, ჴორცთასა ზრახვენ, ხოლო რომელნი-იგი სულიერად არიან, - სულისასა.6. რამეთუ ზრახვაჲ იგი ჴორცთაჲ სიკუდილ არს, ხოლო ზრახვაჲ იგი სულისაჲ ცხორება არს და მშჳდობა.7. რამეთუ ზრახვაჲ იგი ჴორცთაჲ მტერობა არს ღმრთისა; რამეთუ შჯულსა მას ღმრთისასა ვერ დაემორჩილების და ვერცა ძალ-უც.
ჰრომაელთა მიმართ თავი 8
6. რამეთუ ზრახვაჲ იგი ჴორცთაჲ სიკუდილ არს, ხოლო ზრახვაჲ იგი სულისაჲ ცხორება არს და მშჳდობა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი კგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ნუუკუე შეკრიბიან ეკალთაგან ყურძენი ანუ კუროჲსთავთაგან ლეღჳ? ესრეთ ყოველმან ხემან კეთილმან ნაყოფი კეთილი გამოიღის, ხოლო ხემან ხენეშმან ნაყოფი ხენეში გამოიღის. ვერ ჴელ-ეწიფების ხესა კეთილსა ნაყოფი ხენეში გამოღებად, და არცა ხესა ხენეშსა ნაყოფი კეთილი ყოფად“ (7,16-18).:

...აჲ ესე ესრეთ არს, ვითარმედ: ნუ ტყავსა მას ცხოვრისასა განიცდით, არამედ ძალი საქმეთა მათთაჲ იხილეთ და ნაყოფთა მათთაგან იცნენით იგინი, რამეთუ ბოროტმან ნაყოფი კეთილი ვერ გამოიღის, ვითარცა მოციქული იტყჳს, ვითარმედ: „ზრახვაჲ იგი ჴორცთაჲ სიკუდილ არს, რამეთუ რჩულსა მას ღმრთისასა ვერ დაემორჩილების, ვერცა ძალ-უც“.

ეგრეთვე უფალი აქა გულისჴმა-გჳყოფს, რაჲთა არავინ თქუას, თუ: ხენეშმან ხემან ნაყოფი ხენეში გამოიღის, არამედ ოდესვე კეთილიცა გამოი-ღის. ამისთჳს უფალი ორგზის შეჰკეცს სიტყუასა მას და იტყჳს, ვითარმედ: არა ესრეთ არს, არამედ მარადის ხე ხენეში ნაყოფსაცა ხენეშსა გამოიღებს და კეთილისა გამოღებად ვერ ჴელ-ეწიფების, ვითარცა-იგი კეთილმან ხემან არაოდეს ყვის ნაყოფი ხენეში.

ხოლო იტყჳან ვიეთნიმე, ვითარმედ: არა მრავალგზის კაცი კეთილი მიიქცისა ბოროტისა მიმართ, და კუალად ბოროტი მოიქცის და იქმნის კე-თილ? რამეთუ მრავალნი იპოებიან სოფელსა შინა სახენი ამის საქმისანი. არამედ ესე ესრეთ გულისჴმა-ყავთ, ვითარმედ ქრისტე არა თუ ამას იტყჳს, თუ: შეუძლებელ არს, რაჲთამცა ბოროტი მოიქცა კეთილისა მომართ, ანუ კეთილიმცა მიიქცა ბოროტისა, - არა ამას იტყჳს, არამედ ესრეთ გულის-ჴმა-გჳყოფს, ვითარმედ მას ჟამსა, ვიდრეღა სიბოროტესა შინა იყოს, კე-თილისა ნაყოფისა გამოღებად ვერ ჴე...

სრულად ნახვა