მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ჰრომაელთა მიმართ 8:4

3. რამეთუ შეუძლებელი იგი შჯულისაჲ, რომლითა უძლურ იყო ჴორცთა მათთჳს, ღმერთმან ძე თჳსი მოავლინა, მსგავსად ჴორცთა მათ ცოდვისათა და ცოდვისათჳს, და საჯა ცოდვაჲ იგი ჴორცითა თჳსითა.4. რაჲთა სიმართლე იგი შჯულისაჲ აღესრულოს ჩუენ შორის, რომელნი არა ჴორციელად ვიქცევით, არამედ სულიერად.5. რამეთუ რომელნი-იგი ჴორციელად არიან, ჴორცთასა ზრახვენ, ხოლო რომელნი-იგი სულიერად არიან, - სულისასა.
ჰრომაელთა მიმართ თავი 8
4. რაჲთა სიმართლე იგი შჯულისაჲ აღესრულოს ჩუენ შორის, რომელნი არა ჴორციელად ვიქცევით, არამედ სულიერად.
თავი ი̂ა. განძარცუვისათჳს ბუნებითთა ვნებათა შეთქუმულებისა მის მიერ, რომელი იქმნების სულისა მიმართ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: და ცოდვისათჳს დასაჯა ცოდვაჲ იგი ჴორცითა თჳსითა, რაჲთა სიმართლე იგი შჯულისაჲ აღესრულოს ჩუენ შორის, რომელნი არა ჴორციელად ვიქცევით, არამედ სულიერად (8,3-4).:

თარგმანი: ესე არს ცოდვისათჳს დაშჯაჲ ცოდვისაჲ, რამეთუ არა მძლავრებით, არცა განუკითხველად დასაჯა იგი, არამედ პირველად განბჭო და გამოიძია და დაასაჯა მას, ვითარმედ ცოდვა არს, და ეგრეთღა, ცოდვილობისათჳს დასაჯა ცოდვაჲ, ვითარმედ უსამართლოდ ჰმსძლავრობდა და დაიმონებდა იგი ჴორცთა. ვინაჲთგან შესაძლებელ არს დაცვაჲ თავისაჲ, რომელი-ესე თჳთ საუფლოთა მათ ჴორცთა თჳსთაგან ცხად ყო, რაჟამს უცოდველად დაიცვნა ჴორცნი თჳსნი, და ამით დასაჯა ცოდვაჲ, რაჟამს მოსპო იგი ჴორცთა მათგან, რომელ შეისხნა უცოდველად, და ყოვლად შეუხებელ ყვნა ცოდვისაგან, რაჲთა სიმართლე იგი შჯულისაჲ წარჰმართოს ჩუენ შორის, სახედ ჩუენდა მოცემითა თავისა თჳსისაითა, ვითარ ყოვლად სრულებით მიმღებელმან მან ჴორცთამან, ცოდვისა ამათ ჴორცთა ჩუენთაჲ — მსგავსებაჲ ოდენ მიიღო, რამეთუ ჴორცნი შეისხნა სრულებით, ხოლო ცოდვაჲ არასადა ქმნაი. და რომლითა-იგი მან სძლო, ძლევაჲ იგი ჩუენ მოგუანიჭა, რაჲთა დაუყენებელ ვიყვნეთ არღარა ჴორციელად, არამედ სულიერად სლვად, უკუეთუ ოდენ გუენებოს; რომელი-ესე იყო სიმართლე, ესე იგი არს წადიერებაჲ შჯულისაჲ, რაჲთამცა ვითარ უძლო კაცთაჲ მოქცევაჲ...

სრულად ნახვა
თავი ი̂ა
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რაჲთა სიმართლე რჩულისაჲ აღესრულოს ჩუენ შორის (8,4).:

თარგმანი: რაჲ არ სიმართლე რჩულისაჲ? — ნებაჲ და განზრახვაჲ მისი, რომლისა ისწრაფდა, რაჲთამცა დაამტკიცა სიმართლე კაცთა შორის, და ვერ უძლო, ხოლო ქრისტემან დაამტკიცა.

ებისტოლე ჰრომაელთა მიმართ თავი 7
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
პავლესი: რაჲთა სიმართლჱ რჩულისაჲ აღესრულოს ჩუენ შორის (8,4).:

თარგმანი: რაჲ არს სიმართლჱ რჩულისაჲ? — ნებაჲ და განზრახვაჲ მისი, რომლისა ისწრაფდა, რაჲთამცა დაამტკიცა სიმართლჱ კაცთა შორის, და ვერ უძლო, ხოლო ქრისტემან დაამტკიცა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის