თარგმანი: ვინაჲთგან ზემო აწინდელნი და სოფლიონი წარმოთქუნა ჭირნი, აწ კუალად შესძინებს მერმეთა მათთჳს, ვითარმედ: არა ხოლო საწუთრომან სიკუდილმან და ცხორებამან, არამედ ვერცა საუკუნემან სიკუდილმან და ცხორებამან. ამისსა შემდგომად ანგელოზთა იტყჳს, მთავრობათა და ძალთა; არა თუ ვითარმცა ესენი ვის განაშორებდეს ქრისტესგან, - ნუ იყოფინ! — არამედ ზეშთა გარდამატებულებისათჳს სიყუარულისა თჳსისა ამას დასდებს საზღვრად, ვითარმედ: დასთაცა თუ-მცა ამათგანი ვინმე მაწუევდა, მერვე-მცა დამარწმუნა განშორებად ქრისტესგან; რამეთუ არა ქრისტესთა მათთჳს მიყუარს ქრისტე, არამედ ქრისტესობისათჳს მიყუარან ქრისტესნი იგი. ხოლო "არცა ამან სოფელმან, არცა მან სოფელმან" — ესე ხილულისათჳს უთქუამს და უხილავისა სოფლისა. ხოლო სიმაღლედ და სიღრმედ ვიეთნიმე ესრეთ იტყჳან: სიმაღლედ — სასუფეველსა, და სიღრმედ - გეჰენიასა; სხუანი — საუკუნოდ ცხორებასა და სიკუდილსა საუკუნესა; სხუანი — ფრიად პატივსა და ფრიად უპატიოებასა.
ხოლო წარმოთქუნა რაჲ ყოველნი დაბადებულნი, ხილულნი და უხილავნი, ამისთჳს შეძინებს, ვითარმედ: "არცა სხუამან დაბადებულმან", რომელი-ესე ესრეთ უსაკუთრეს არს, ვითარმედ: "არცა...