...ას მისსა და მამისასა ვითარ გამოაჩინებს? ვითარმედ იგივე ჴელმწიფებაჲ აქუს მას, ვითარი აქუს მამასა, და ესე იგი არს, ვითარმედ: „უკუეთუ ძემან განგათავისუფლნეს თქუენ“, არღარავინ იყოს, რომელმანმცა სიტყუაჲ გიგო, არამედ გაქუნდეს მტკიცედ თავისუფლებაჲ იგი, რამეთუ „უკუეთუ ღმერთი არს განმამართლებელ, ვინ არს დამშჯელო?“ ხოლო უჩუენებს აქა, ვი-თარმედ ძალ-უც ცოდვისაგან განწმედაჲ მათი და განთავისუფლებაჲ, და ვითარმედ უზეშთაეს არს ესე თავისუფლებაჲ, ვიდრეღა ჴორციელი, რამეთუ ჴორციელსა თავისუფლებასა კაცნიცა მისცემენ, ხოლო ესე მხოლოჲსა ღმრთისაჲ არს. და ამისთჳს ასწავლის, რაჲთა არა ჴორციელისა მონებისათჳს ჰრცხუენოდის მათ, არამედ უფროჲსად მონებისათჳს ცოდვათაჲსა სირცხჳლეულ იყვნენ, და რაჲთამცა უჩუენა, ვითარმედ უკუეთუ მონებისაგან ცოდვათაჲსა განთავისუფლდენ, არღარა მონა არიან, და გულისხმა-უყოფდა, ვითარმედ ჯერეთ მონებასა შინა არიან, სიტყჳთა მით, რომელ თქუა, ვითარმედ: „თავისუფალ იყვნეთ“ (8,36), რამეთუ მოასწავებს სიტყუაჲ ესე, ვითარმედ იგი თავისუფლებაჲ, რომელი აქუს, არა ჭეშმარიტი არს. და მერმე, რაჲთამცა ვერ იტყოდეს, ვითარმედ: ცოდვაჲ არა გუაქუს, რამეთუ მათისა მის უგულისხმოებისაგან არა საკჳრველ იყო ამის თქუმაჲ, ამისთჳს იხილე, ვითარ უჩუენებს ცოდვასა მათსა, რამე-თუ დაუტ...
ჰრომაელთა მიმართ 8:33
32. რომელმან-იგი ძესაცა თჳსსა არა ჰრიდა, არამედ ჩუენ ყოველთათჳს მისცა იგი, ვითარ უკუე არა მითურთ ყოველივე მოგუანიჭოს ჩუენ?33. ვინ არს მაბრალობელ რჩეულთა მათ ღმრთისათა? ღმერთი არს განმამართლებელ.34. და ვინ არს დამსჯელ? ქრისტე იესუ, რომელი მოკუდა, უფროჲს-ღა აღდგა; რომელი-იგი არს მარჯუენით ღმრთისა, რომელიცა-იგი მეოხ არს ჩუენთჳს.
ჰრომაელთა მიმართ თავი 8