მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ჰრომაელთა მიმართ 8:32

31. რაჲ-მე უკუე ვთქუათ ამისთჳს? უკუეთუ ღმერთი ჩუენ კერძო არს, ვინ არს ძჳრის მყოფელ ჩუენდა?32. რომელმან-იგი ძესაცა თჳსსა არა ჰრიდა, არამედ ჩუენ ყოველთათჳს მისცა იგი, ვითარ უკუე არა მითურთ ყოველივე მოგუანიჭოს ჩუენ?33. ვინ არს მაბრალობელ რჩეულთა მათ ღმრთისათა? ღმერთი არს განმამართლებელ.
ჰრომაელთა მიმართ თავი 8
32. რომელმან-იგი ძესაცა თჳსსა არა ჰრიდა, არამედ ჩუენ ყოველთათჳს მისცა იგი, ვითარ უკუე არა მითურთ ყოველივე მოგუანიჭოს ჩუენ?
თავი ი̂ბ. უწყებაჲ წმიდათათჳს განმზადებულისა მის დიდებისაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რაჲ-მე უკუე ვთქუათ ამისთჳს, უკუეთუ ღმერთი ჩუენ კერძო არს, ვინ არს ძჳრის-მყოფელ ჩუენდა? რომელმან-იგი ძესაცა თჳსსა არა ჰრიდა, არამედ ჩუენ ყოველთათჳს მისცა იგი, ვითარ უკუე არა მითურთ ყოველივე მოგუანიჭოს ჩუენ? (8,31-32).:

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: ვინაჲთგან ესე ესრეთ არს, და ესოდენთა ნიჭთა მომლოდე ვართ, ნუცამცა ერთსა ვინ რას ზედა სულმოკლე არს შემთხუევასა ჭირთა და განსაცდელთასა, რომლისათჳს აწ ჴმობს, ვითარმედ: "რაჲ-მე უკუე ვთქუათ ამისთჳს?"

რაჲსა "ამისთჳს"? — გარნა ესოდენისა ამის სახიერებისათჳს ღმრთისა, რომელმან-იგი ძესაცა თჳსსა არა ჰრიდა; რამეთუ რომელმან უზეშთაესსა მას არა ჰრიდა, უდარესთაგანი რაჲღამცა საშურველ უჩნდა? და რომელმან-იგი მტერთათჳს სიკუდიდ მისცა ძე თჳსი, ვითარ აწ არა ყოველივე მოგუცეს ჩუენ, რომელთა ზედა წოდებულ არს სახელი ძისა მისისა მხოლოდშობილისა, უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი? რამეთუ ესე არს მითურთ ყოვლისავე მონიჭებაჲ, რაჟამს ქრისტიანეთა ასი ამას სოფელსა, და მერმე — ცხორებაჲ საუკუნოჲ მოგუანიჭოს, უტყუველობისა მისებრ აღთქუმათა მისთაჲსა.

თავი ი̂ბ
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რაჲ-მე უკუე ვთქუათ ამისთჳს? უკუეთუ ღმერთი ჩუენ კერძო არს, ვინ არს ძჳრისმეტყუელ ჩუენდა? რომელმან-იგი ძესაცა თჳსსა არა ჰრიდა, არამედ ჩუენ ყოველთათჳს მისცა იგი, ვითარ უკუე არა მითურთით ყოველივე მოგუანიჭოს ჩუენ? (8,31-32).:

თარგმანი: ასწავლის მოთმინებასა განსაცდელთასა, და რაჲთა არარად შეერაცხნენ სოფლისა ამის ჭირნი, და ეტყჳს, ვითარმედ: ნუ გეშინინ მთავართა და ჴელმწიფეთა და მეფეთა რისხვისაგან, რამეთუ ღმერთი ჩუენ კერძო არს და ვერვის ძალ-უც ვნებად ჩუენდა, რამეთუ ღმერთმან, რომელმან ესოდენნი კეთილნი ქმნნა ჩუენ თანა, და ძე მისი სიკუდილდ მისცა ჩეუნთჳს, ცოდვილთა, მან სხუაჲ რომელიმცა კეთილი არა მოგუცა!

საუბარი 47. „და იყო, შემდგომად სიტყჳსა ამის ღმერთმან გამოსცადა აბრაჰამ" (დაბ 22:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. ანგელოზის ხმა და ვერძის შეწირვა — ქრისტეს ჯვრის წინასახე (22:11–13):

...ომელი მე სათნო-ვიყავ"** (). ისაკი მამის მიერ ყოვლად დასაწველად შეწირვისთვის იყო განკუთვნილი, ქრისტეც მამამ გასწირა, როგორც პავლე ძახილით ამბობს: „რომელმან-იგი ძესაცა თჳსსა არა ჰრიდა, არამედ ჩუენ ყოველთათჳს მისცა იგი, ვითარ უკუე არა მითურთ ყოველივე მოგუანიჭოს ჩუენ?" (). აქ ჩრდილი გამოჩნდა; შემდგომ კი ჭეშმარიტება გაიხსნა, გაცილებით აღმატებული: მთელი სოფლისთვის სიტყვიერი კრავი შეიწირა მსხვერპლად. მან მთელი ქვეყნიერება განწმინდა. მან ადამიანები ცთომილებისგან გაათავისუფლა და ჭეშმარიტებისკენ მოიყვანა. მან მიწა ზეცად აქცია, არა სტიქიათა ბუნება შეცვალა, არამედ მიწიერ ადამიანთა შორის ზეციური ცხოვრება დაამკვიდრა. მან ეშმაკთა ყოველგვარი მსახურება გააუქმა. მისი წყალობით ადამიანები უკვე აღარ სცემენ თაყვანს ქვასა და ხეს, და სიტყვის ნიჭით დაჯილდოებულნი უგრძნობ კერპებს აღარ პატივობენ. ყოველგვარი ცთომილება გაუქმდა და ჭეშმარიტების ნათელმა ქვეყნიერება გაანათა.

4. ღვთის ფიცი და კურთხევა — მორჩილების ჯილდო (22:14–18)

ხედავ ჭეშმარიტების აღმატებულებას? ხედავ, რა არის ჩრდილი და რა არის ჭეშმარიტება? **„და უწოდა, — ამბობს წერილი, — აბრაჰამ სახელი ადგილსა მას „უფალმან იხილა", რომელსა ჰრქჳან დღესა მთასა მას „უფალ...

სრულად ნახვა
საუბარი 34. „უთხრა უფალმა აბრამს" (დაბ 13:14–15)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
5. რწმენა ზეციურ მემკვიდრეობაში:

...ამქვეყნად, რომ აქაური სიკეთეებით განსწავლულნი, მტკიცედ ვიმედოვნებდეთ იქაურზეც. ის, ვინც ჩვენდამი სიყვარულისგან თავისი ძე გაწირა, ნუთუ ყველა დანარჩენსაც არ მოგვანიჭებს, როგორც პავლემაც თქვა: „რომელმან-იგი ძესაცა თჳსსა არა ჰრიდა, არამედ ჩუენ ყოველთათჳს მისცა იგი, ვითარ უკუე არა მითურთ ყოველივე მოგუანიჭოს ჩუენ?" (). თუ ღმერთმა ჩვენთვის, ცოდვილთათვის, თავისი ძე გაწირა, თუ ნათლისღების ნიჭი მოგვანიჭა, თუ წინანდელი ცოდვების მოტევება ბოძა, თუ სინანულის გზა გაგვიხსნა, თუ ჩვენი ცხონებისთვის აურაცხელი სხვა საქმე აღასრულა, აშკარაა, რომ მომავალშიც მოგვცემს ჩვენთვის განმზადებულ სიკეთეებს. თუ ეს სიკეთეები თავისი სახიერებით ჩვენ ქვეყანაზე მოსვლამდე წინასწარ განამზადა, ნუთუ არ მოგვცემს მათ სატკბობლად? ხოლო რომ ეს სიკეთეები წინასწარ განგვიმზადა, ისმინე, რას ეტყვის თავად მარჯვნივ მდგომთ საბოლოო სამსჯავროზე: „მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკჳდრეთ განმზადებული თქუენთჳს სასუფეველი დასაბამითგან სოფლისაჲთ" (). ხედავ უსაზღვრო სახიერებას, რომლითაც ჩვენი მოდგმის მიმართ ასეთი სიყვარული გამოავლინა, რომ ჯერ კიდევ ქვეყნის შექმნამდე სასუფევლის ტკბობა განგვიმზადა? მაშ, ნუ ვიქნებით, გთხოვთ, უმადურნი, ნუ გ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი კგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „უკუეთუ თქუენ, უკეთურთა, იცით მისაცემელი კეთილი მიცემად შვილთა თქუენთა, რავდენ უფროჲსღა მამამან თქუენმან ზეცათამან მოსცეს კეთილი, რომელნი სთხოვდენ მას!“ (7,11).:

...ით კაცებისა მისისაჲთა, ვითარ ყოველივემცა არა მოგცა თქუენ?

ხოლო დაღაცათუ ესე უფალმან არა აჴსენა ამას ადგილსა, რამეთუ არღა აღსრულებულ იყო საიდუმლოჲ იგი ჯუარისაჲ, არამედ პავლე ღა-ღადებს და იტყჳს: „რომელმან ძესაცა თჳსსა არა ჰრიდა, არამედ ჩუენ ყოველთათჳს მისცა იგი, ვითარ უკუე არა მითურთით ყოველივე მოგუანიჭოს ჩუენ?“ გარნა მაცხოვარმან არაჲ თქუა ამათგანი, არამედ სხუათა ამათ კაცობრივთა იგავთაგან გულისჴმა-უყოფდა ერსა მას. და ამასცა გამოაჩინებს, ვითარმედ არცა ლოცვასა ხოლო ჯერ-არს სასოებაჲ და სხჳთ კერძო უდებებაჲ, არცა კუალად მოსწრაფეთა უჴმს თჳსსა მოსწრაფებასა ოდენ მინდობად, არამედ ზეგარდამოჲსაცა შეწევნისა ძიებად და თავით თჳსითცა მოღუაწებად. ამისთჳს ორსავე ამას სახესა განაწესებს: პირველ წარმოთქუა სწავლაჲ ფრიადი და შუენიერი და მერმე ლოცვაჲ განგჳწესა; და განაწესა რაჲ ლოცვაჲ, კუალად სწავლაჲ კეთილთა საქმეთაჲ შემოიღო, კუალად მისგან ლოცვადვე აღგჳყვანნა და თქუა: „ითხოვდით, და მოგეცეს თქუენ; ეძიებდით და ჰპოოთ; ირეკდით, და განგეღოს“.

ამისგან კუალად სათნოებისა მოქალაქობასა გჳბრძანებს და იტყჳს:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ყოველი, რომელი გინდეს, რაჲთა გიყონ თქუენ კაცთა, ეგრეთცა თქუენ ჰყვით მათა მიმართ, რამეთუ ესრეთ არს შჯული და წინაჲსწარმეტყუელნი“ (7,12).

თ ა...

სრულად ნახვა