მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ჰრომაელთა მიმართ 8:3

2. რამეთუ შჯულმან სულისა ცხორებისამან ქრისტე იესუჲს მიერ განმათავისუფლა მე შჯულისა მისგან ცოდვისა და სიკუდილისა.3. რამეთუ შეუძლებელი იგი შჯულისაჲ, რომლითა უძლურ იყო ჴორცთა მათთჳს, ღმერთმან ძე თჳსი მოავლინა, მსგავსად ჴორცთა მათ ცოდვისათა და ცოდვისათჳს, და საჯა ცოდვაჲ იგი ჴორცითა თჳსითა.4. რაჲთა სიმართლე იგი შჯულისაჲ აღესრულოს ჩუენ შორის, რომელნი არა ჴორციელად ვიქცევით, არამედ სულიერად.
ჰრომაელთა მიმართ თავი 8
3. რამეთუ შეუძლებელი იგი შჯულისაჲ, რომლითა უძლურ იყო ჴორცთა მათთჳს, ღმერთმან ძე თჳსი მოავლინა, მსგავსად ჴორცთა მათ ცოდვისათა და ცოდვისათჳს, და საჯა ცოდვაჲ იგი ჴორცითა თჳსითა.
თავი ი̂ა. განძარცუვისათჳს ბუნებითთა ვნებათა შეთქუმულებისა მის მიერ, რომელი იქმნების სულისა მიმართ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ შეუძლებელი იგი შჯულისაჲ, რომლითა უძლურ იყო ჴორცთა მათთჳს, ღმერთმან ძე თჳსი მოავლინა მსგავსად ჴორცთა მათ ცოდვისათა (8,3).:

თარგმანი: აჰა ესერა, არა ბოროტებაჲ, არამედ უძლურებაჲ ოდენ თქუა შჯულისაჲ, ვითარმედ: ვერარას შემძლებელ იყო შეწევნად კაცთა, რამეთუ უძლურ ჰყოფდა მას ჩუენ შორის განძლიერებული ესე მძლავრებაჲ ჴორცთაჲ. ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: "შეუძლებელობისათჳს შჯულისა და მძლავრებისათჳს ჴორცთა ჩუეულებისა, ღმერთმან ძე თჳსი მოავლინა".

ზემო იტყოდა სულისა მიერ განთავისუფლებასა, და აწ იტყჳს ძისა მიერ, რამეთუ ზოგადი არს ყოველივე საქმე მამისა და ძისა და სულისა წმიდისაჲ. ხოლო მსგავსებაჲ თქუა ჴორცთაჲ არა ამისთჳს, ვითარმცა არა სრულებით ჴორცნი შეესხნეს უფალსა, და არა ყოვლითურთ მიეღო ბუნებაჲ კაცთაჲ; არამედ ჴორცნი ჭეშმარიტად სრულებით შეისხნა, და მსგავსებაჲ ცოდვისათაჲ მათ ოდენ აქუნდა ჴორცთაჲ, რამეთუ არა იპოა მის თანა ცოდვაჲ, არცა ჴორცთა მისთა ეუფლა განსახრწნელი. ხოლო ჴორცთაჲ არღარა მსგავსებაჲ, არამედ თჳთ ესე ჩუენი აგებულებაჲ ჴორცთაჲ ყოვლითურთ უნაკლულოდ მიიღო, თჳნიერ ხოლო ცოდვისა. რამეთუ ჯერ-იყო თავისუფალ ყოფაჲ მისი ცოდვისაგან, რაჲთა არა მძლავრებით ყოს გაწვდაჲ ცოდვისაჲ, არამედ ბჭობით და სამართლით პირველად დაასაჯოს ლობაჲ ცოდვასა,...

სრულად ნახვა
თავი ი̂ა
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ღმერთმან ძე თჳსი მოავლინა მსგავსად ჴორცთა მათ ცოდვისათა (8,3).:

თარგმანი: რამეთუ ვინაჲთგან რჩული უძლურ იქმნა ბოროტისა მისგან ნებისა ჴორცთასა დაჴსნად ცოდვისა, ამისთჳს მოავლინა ღმერთმან ძე თჳსი. ხოლო რომელ იტყჳს თუ "მსგავს", ნუ ჰგონებ თუ სხუებრნი რაჲმე იყვნეს, ოდენ მსგავსნი ამათნი. ნუ იყოფინ! არამედ ესევითარნივე ჴორცნი იყვნეს, ვითარ ჩუენნი, გარნა ცოდვისა განუცადველნი და ამისთჳს თქუა თუ "მსგავსებითა ჴორცთა მათ ცოდვისათა".

ებისტოლე ჰრომაელთა მიმართ თავი 7
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
პავლესი: ღმერთმან ძეჱ თჳსი მოავლინა მსგავსად ჴორცთა მათ ცოდვისათა (8,3).:

თარგმანი: რამეთუ ვინაჲთგან რჩული უძლურ იქმნა ბოროტისა მისგან ნებისა ჴორცთაჲსა დაჴსნად ცოდვისა, ამისთჳს მოავლინა ღმერთმა ძჱ თჳსი, ხოლო რომელ იტყჳს თუ "მსგავს", ნუ ჰგონებ თუ სხუებრნი რაჲმე იყვნეს ოდენ მსგავსნი ამათნი. ნუ იყოფინ! არამედ ესევითარნი ჴორცნი იყვნეს, ვითარ ჩუენნი, გარნა ცოდვისა განუცადველნი და და ამისთჳს თქუა თუ "მსგავსებითა ჴორცთა მათ ცოდვისათა".

ფსალმუნი 123-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. მახის შემუსვრა და სულიერი ბრძოლა:

...და ცხების ძალა. „რამეთუ შეუძლებელი იგი შჯულისაჲ, რომლითა უძლურ იყო ჴორცთა მათთჳს, ღმერთმან ძე თჳსი მოავლინა, მსგავსად ჴორცთა მათ ცოდვისათა და ცოდვისათჳს, და საჯა ცოდვაჲ იგი ჴორცითა თჳსითა. რაჲთა სიმართლე იგი შჯულისაჲ აღესრულოს ჩუენ შორის, რომელნი არა ჴორციელად ვიქცევით“ (). ხორცი მორჩილი გახადა, იარაღები მოგმადლა: სიმართლის ჯავშანი, ჭეშმარიტების სარტყელი, ცხონების ჩაფხუტი, რწმენის ფარი, სულის მახვილი; საწინდარი მოგცა, თავისი სხეულით გკვებავს, თავისი სისხლით გასმევს, ჯვარი გადმოგცა შუბად, არასოდეს მოდრეკად შუბად; მან შეკრა და მიწაზე დაანარცხა. ამიტომ ამიერიდან შენი დამარცხება თავის მართლებას მოკლებულია და, თუ დარტყმას მიიღებ, თავის გასამართლებელი აღარ გექნება. რადგან გამარჯვებისთვის უთვალავი შესაძლებლობა გაქვს. „საბრჴე შეიმუსრა, და ჩუენ განვერენით.“ () **„შეწევნა ჩუენი სახელითა უფლისაჲთა, რომელმან ქმნა ცანი და ქუეყანა.“*...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ო
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და უწინარჱს დღესასწაულისა მის პასექისასა, რომელ არს ვნებაჲ, იცოდა იესუ, რამეთუ მოიწია ჟამი მისი, რაჲთა განვიდეს ამიერ სოფლით და მივიდეს მამისა, რამეთუ შეიყუარნა თჳსნი იგი, ამას სოფელსა მყოფნი, და სრულიად შეიყუარნა იგინი“ (13,1).:

...ნენითო“, - იტყჳს პავლე, - „ვი-თარცა-ესე მე - ქრისტჱსა“, რამეთუ ამისთჳს ჴორცნი შეიმოსნა და ბუნებაჲ ჩუენი მიიღო, რაჲთა მის მიერ გუასწავოს ჩუენ სათნოებაჲ; რამეთუ იტყჳს წერილი, ვითარმედ: „მსგავსებითა ჴორცთა ამათ ცოდვისათა და ცოდვისათჳს, და საჯა ცოდვაჲ ჴორცითა“; და თავადი იტყჳს: „ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშჳდ ვარ და მდაბალ გულითა“, და ესე ყოველი არა სიტყჳთ ოდენ, არამედ საქმითცა ასწავა. რამეთუ „სამარიტელით“ და „მაცთურით“ ჰხადოდეს მას ჰურიანი და ქვასა დაჰკრებდეს, და ოდესმე მსახურთა წარავლენდიან ფარისეველნი მოკლვად მისა, და ოდესმე ეძიებდიან ღონესა შეპყრობად, და თჳთ აგინებდიან მრავალგზის, და ამას ყოველსა უმიზეზოდ, რომელნი ვერცა ერთსა ბრალსა შემძლებელ იყვნეს პოვნად, არამედ ნაცვალად კეთილთა მათ მრავალთა, და ამას ყოველსა ზედა არავე დასცხრებოდა კეთილის-ყოფად მათდა სიტყჳთ და საქმითცა. და რაჟამს-იგი მონამან ვინმე სცა მას ყურიმალსა, მიუგო მან, ვითარმედ: „უკუეთუ ბოროტსა ვიტყოდე, წამე ბოროტისათჳს; უკუეთუ კეთილად ვიტყოდე, რაჲსა მცემ?“ ხოლო ამათ სიტყუათა მტერთა მიმართ და მკლველთა იტყოდა. არამედ ვიხილოთ,...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ივ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ნუ ჰგონებთ, ვითარმედ მოვედ დაჴსნად შჯულისა გინა წინაწარმეტყუელთა; არა მოვედ დაჴსნად, არამედ აღსრულებად“ (5,17).:

...ად ყოვლისა მორწმუნისა“. და კუალად იტყჳს, ვითარმედ: „შეუძლებელი იგი რჩულისაჲ, რომელ უძლურ იყო, ღმერთმან ძე თჳსი მოავლინა და დასაჯა ცოდვაჲ იგი ჴორცითა მით, რაჲთა სიმართლე იგი შჯულისაჲ მის აღესრულოს ჩუენ შორის, რომელნი არა ჴორციელად ვიქცევით, არამედ სულიერად“. და კუალად იტყჳს: „შჯულსა ნუ განვაქარვებთა სარწმუნოებითა მით? ნუ იყოფინ! არამედ შჯულსა დავამტკიცებთ“. რამეთუ ვინაჲთგან მოსწრაფებაჲ შჯულისაჲ ესე იყო, რაჲთა განამართლნეს კაცნი, და შეუძლებელ იქმნა ესე მისგან, მოვიდა ქრისტე და შემოიღო სახე სიმართლისაჲ სარწმუნოებითა და აღასრულა ნებაჲ იგი და მოსწრაფებაჲ შჯულისაჲ. იგი ისწრაფდა განმართლებად და ვერ უძლო; ქრისტემან აღასრულა შეუძლებელი იგი შჯულისაჲ და განგუამართლნა და გჳჴსნნა სასჯელისაგან და ამით ჭეშმარიტად აღასრულა ნებაჲ იგი შჯულისაჲ. და რომელი მან წიგნითა ვერ ქმნა, ამან სარწმუნოებისა მიერ ქმნა. ამისთჳსცა იტყჳს: „არა მოვედ დაჴსნად შჯულისა“.

ხოლო უკუეთუ ვინ კეთილად გამოეძიებდეს, მესამეცა სახე არს, რომლითა აღასრულა შჯული: მცნებათა მათ დადებაჲ, რომელთაჲ ეგულების თქუმად, რამეთუ არა დაჴსნაჲ იყო სიტყუაჲ მისი პირველთაჲ მათ, არამედ უფროჲსად აღორძინ...

სრულად ნახვა