მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ჰრომაელთა მიმართ 8:28

27. ხოლო რომელი-იგი გამომეძიებელ არს გულთაჲ, იცის, თუ რაჲ არს ზრახვაჲ იგი სულისაჲ, რამეთუ ღმრთისა მიმართ მეოხ არს წმიდათათჳს.28. ესე უწყით, რამეთუ ღმრთის მოყუარეთა ყოველივე განემარჯუების კეთილად, რომელნი-იგი ბრძანებით ჩინებულ არიან.29. რამეთუ რომელნი-იგი წინაწარ იცნნა, წინაწარცა განაჩინნა თანა-მსგავსად ხატისა მის ძისა თჳსისა, რაჲთა იყოს იგი პირმშო მრავალთა შორის ძმათა;
ჰრომაელთა მიმართ თავი 8
28. ესე უწყით, რამეთუ ღმრთის მოყუარეთა ყოველივე განემარჯუების კეთილად, რომელნი-იგი ბრძანებით ჩინებულ არიან.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 67. „ჰრქუა ისრაჱლ იოსებს: მე ესერა მოვკუდები" (დაბ 48:21-22)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
5. იოსების მიტევება და სათნოებისკენ შეგონება (50:19-25):

...იკეთით ვუპასუხო მათ, ვინც აუტანელი ბოროტება მომაყენა: „ღმრთისა ვარი მე". შემდეგ, იმას ავლენს რა, რა დიდი კეთილგანწყობით სარგებლობდა ღვთისგან, ამბობს: თქვენ ბოროტი განზრახვით მომექეცით, მაგრამ ღმერთმა ეს ყველაფერი ჩემს სასიკეთოდ აქცია. ასევე პავლეც ამბობდა: „ღმრთის მოყუარეთა ყოველივე განემარჯუების კეთილად" (). „ყოველივე", ამბობს. რას ნიშნავს — ყოველივე? ესე იგი, ყველა უსიამოვნებას, ყველა მოჩვენებით მწუხარებას ღმერთი სიკეთედ აქცევს. ზუსტად ეს აღსრულდა საკვირველ იოსებზეც. სწორედ იმან, რაც ძმებმა მას უყვეს, მით უფრო მეტად მოუტანა მას სამეფო, ღვთის კეთილმზრუნველი სიბრძნის შეწევნით, რომელიც ბოროტს სიკეთედ აქცევს. „რათა გამოიზარდოს ერი მრავალი". არა მხოლოდ თქვენთვის აქცია ღმერთმა ეს სიკეთედ, არამედ იმისთვისაც, რომ მთელი ეს ხალხი გამოკვებილიყო. „ნუ გეშინინ, მე გამოგზარდნე თქუენ და სახლი თქუენი. და ნუგეშინის-სცა მათ და ეტყოდა ნებისაებრ მათისა" (). მაშ, რისი გეშინიათ? მე მოგაწვდით თქვენ და ყველას, ვინც თქვენთანაა, საჭმელ-სასმელს. „და ნუგეშინის-სცა მათ და ეტყოდა ნებისაებრ მათისა". არა უბრალოდ ანუგეშებდა მათ, არამედ ისეთი მზრუნველობა ჰქონდა მათ მიმართ, რომ მთელი მათი მწუხარება გაა...

სრულად ნახვა