...ნის ნიშანი: როცა აღთქმები ადამიანურ გაგებას აღემატება და ჩვენ მტკიცედ ვესავთ აღმთქმელის ძალას. „სარწმუნოებაჲ, — როგორც ნეტარი პავლე ამბობს, — არს მოსავთა მათ ძალ, საქმეთა მამხილებელ არა-ხილულთა" (). და სხვა ადგილას: „რომელსა-იგი ვინმე ხედავნ, რაჲსაღა-მე ესავნ?" (). მაშ, რწმენა იმაშია, რომ ვირწმუნოთ უხილავი, აღმთქმელის უცვალებელ უტყუარობაზე მტკიცედ დავამყაროთ აზრი. ასე მოიქცა ეს მართალი — აღთქმულის მიმართ დიდი და გულწრფელი რწმენა გამოავლინა, რის გამოც მას საღვთო წერილიც ადიდებს, რადგან მაშინვე ამატებს: „და ჰრწმენა აბრაამს ღმრთისაჲ და შეერაცხა მას სიმართლედ". ხედავ, როგორ, აღთქმათა აღსრულებამდეც კი, მიიღო შესაფერისი საზღაური მხოლოდ იმისთვის, რომ ირწმუნა? სიმართლედ ჩაეთვალა ის, რომ ღვთის აღთქმა ირწმუნა და ადამიანური მსჯელობით არ გამოიკვლია ღვთის ნათქვამი. მაშ, ვისწავლოთ ჩვენც მამამთავრისგან, ვირწმუნოთ ღვთის სიტყვები და ვესავდეთ მის აღთქმებს, არ გამოვიკვლიოთ ისინი საკუთარი მსჯელობით, არამედ სულგრძელობა გამოვიჩინოთ. ამით ჩვენც შეგვიძლია მართლებად ვიქცეთ და აღთქმულის მიღება უფრო ადრე მოვამზადოთ. აბრაამს ღმერთმა აღუთქვა, რომ მისი თესლიდან დიდი სიმრავლე წარმოიშვებოდა, და ეს აღთქმა ბუნებასა...
ჰრომაელთა მიმართ 8:24
23. არა ხოლო თუ იგი, არამედ თჳთ ჩუენცა, რომელთა- ესე პირველი ნაყოფი სულისაჲ გუაქუს, თჳთ ჩუენცა თავთა შინა ჩუენთა ვკუნესით და შვილებასა მას მოველით, გამოჴსნასა მას ჴორცთა ჩუენთასა,24. რამეთუ სასოებით ვცხონდებით. ხოლო სასოებაჲ ხილული არა არს სასოება, რამეთუ რომელსა-იგი ვინმე ხედავნ, რაჲსაღა-მე ესავნ?25. ხოლო ჩუენ, რომელსა არა ვხედავთ, ვესავთ, რამეთუ მოთმინებით მოველით.
ჰრომაელთა მიმართ თავი 8