თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: არა თუ შენ ოდენ, არამედ სხუაჲცა ყოველი დაბადებული, რომელი შენსაცა უდარეს არს, ვითარმედ იგიცა ზიარვე იქმნას შენთა კეთილთა და უხრწნელად გარდაიცვალოს ხრწნილებისა ამისგან; რაჲთა სცნა, თუ რაბამი არს სახარებაჲ მეუფისაჲ, რამეთუ, ვითარცა-იგი შენ რაჲ ხრწნილებაჲ შეიმოსო, იგიცა განხრწნადი შეიქმნა. ეგრეთვე, რაჟამს შენ უხრწნელნი ჴორცნი შეიმოსნე, იგიცა უხრწნელ იქმნას.
ჰრომაელთა მიმართ 8:21
თარგმანი: ესე იყო ამაოებისა დამორჩილებაჲ, რამეთუ განხრწნილებასა ჩუენსა თანა იგიცა განხრწნილ იქმნა. ხოლო რაჲთა არა, გესმოდის რაჲ, ვითარმედ "განხრწნილ იქმნა", და კუალად, "უხრწნელებასა მოელის", — ჰგონებდე, ვითარმედ გრძნობაჲ რაჲმე აქუს დაბადებულსა, გინა სულიერი თჳთმფლობელობაჲ მორჩილებად გინა ურჩებად, ანუ მოლოდებად რაჲსამე. ამისთჳს დაჰრთავს, ვითარმედ: "არა ნებსით", რამეთუ იგი უგრძნობელ არს და უმეცარ მეცნიერებისა და უმეცრებისა, მორჩილებისა და ურჩებისა. არამედ ღმერთმან უნებლიეთ დაამორჩილა იგი კაცსა, რომლისათჳს შეექმნა იგი საშუებელად და განსასუენებელად. ამისთჳს, ვიდრემდის კაცი უხრწნელ იყო, ნივთნიცა ესე დაბადებულთანი სამსახურებელად ჩუენდავე ქმნულნი უხრწნელ იყვნეს. და რაჟამს-იგი განიხრწნა [· · ·] მცნებისა გარდასლვითა, მაშინ შემოქმედმან მისმან შექმნულნიცა იგი ხრწნილებასავე დაამორჩილნა, სასოებითა კუალად მის თანავე უხრწნელ...
თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: არა თუ შენ ოდენ, არამედ სხუაჲცა ყოველი დაბადებული, რომელი შენსაცა უდარეს არს, ვითარმედ იგიცა ზიარვე იქმნას შენთა კეთილთა და უხრწნელად გარდაიცვალოს ხრწნილებისა ამისგან, რაჲთა სცნა თუ რაბამი არს სახიერებაჲ მეუფისაჲ, რამეთუ ვითარცა-იგი შენ რაჲ ხრწნილებაჲ შეიმოსო, იგიცა განხრწნადი შეიქმნას. ეგრეთვე, რაჟამს შენ უხრწნელნი ჴორცნი შეიმოსნე, იგიცა უხრწნელ იქმნას.
...ვემდებარა, ისე ახლაც, როცა ადამიანს წარწყმედა ემუქრება, უტყვნიც სასჯელის თანამონაწილენი ხდებიან. როგორც ადამიანის ღვთისმოსაობის ჟამს ქმნილებაც ადამიანის კეთილდღეობაში მონაწილეობს, პავლეს სიტყვით: „რამეთუ თჳთ იგიცა დაბადებული გან-ვე-თავისუფლდეს მონებისაგან ხრწნილებისა აზნაურებასა მას დიდებისა შვილთა ღმრთისათა" (), — ისე ახლაც, როცა ადამიანი მრავალი ცოდვის გამო სასჯელსა და სრულ წარწყმედას უნდა დაექვემდებაროს, მასთან ერთად პირუტყვნი, ქვეწარმავალნი და ფრინველნიც წარღვნას დაექვემდებარებიან, რომელსაც მთელი ქვეყანა უნდა დაეფაროს. და როგორც სახლში, მთავარი მსახური რომ ბატონის რისხვას დაიქვემდებარებს, ჩვეულებრივ მისი თანამსახურნიც მასთან ერთად მწუხარებენ, — ზუსტად ასევე, როცა აქ, თითქოს სახლში, ადამიანები იღუპებიან, აუცილებლად სახლში არსებული და მათთვის დამორჩილებული ყოველივე იმავე სასჯელს ექვემდებარება. „შევინანე, — ამბობს წერილი, — რამეთუ შევქმენ იგინი". რამდენი მოწყალებაა ამ სიტყვაში! განა მე მინდოდა, ამბობს (ღმერთი), ასეთი სასჯელი მეყარა მათთვის? მათ თავად, თავიანთი დიდი უსჯულოებებით, ასეთ ძლიერ რისხვამდე მიმიყვანეს. თუმცა, რათა არ ვიფიქროთ, თითქოს კაცთა მოდგმა სრულად ისპობა და ჩვენი ბუნება ფესვიანად იძირკვება, — პირიქით, ვიცოდეთ, რამდ...