მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ჰრომაელთა მიმართ 8:15

14. რამეთუ რომელნი სულითა ღმრთისაჲთა ვლენან, ესენი არიან ძენი ღმრთისანი.15. რამეთუ არა მიგიღებიეს სული იგი მონებისაჲ, რაჲთამცა კუალად გეშინოდა, არამედ მიგიღებიეს სული იგი შვილებისაჲ, რომლითა ვღაღადებთ: აბბა, მამაო!16. იგივე სული ეწამების სულსა ამას ჩუენსა, რამეთუ ვართ შვილნი ღმრთისანი.
ჰრომაელთა მიმართ თავი 8
15. რამეთუ არა მიგიღებიეს სული იგი მონებისაჲ, რაჲთამცა კუალად გეშინოდა, არამედ მიგიღებიეს სული იგი შვილებისაჲ, რომლითა ვღაღადებთ: აბბა, მამაო!
თავი ი̂ა. განძარცუვისათჳს ბუნებითთა ვნებათა შეთქუმულებისა მის მიერ, რომელი იქმნების სულისა მიმართ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ არა მიგიღებიეს სული იგი, მონებისაჲ, რაჲთამცა კუალად გეშინოდა, არამედ მიგიღებიეს სული იგი შვილებისაჲ, რომლითა ვღაღადებთ: აბბა მამაო! (8,15).:

მოციქულისაჲ: აწ უკუე თავადი მე გონებითა ჩემითა ვჰმონებ მე შჯულსა ღმრთისასა, ხოლო ჴორცითა — შჯულსა ცოდვისასა (7,25).

თარგმანი: ზ იგი გამოთარგმანა ნებითა, "თანა-მნებავს შჯულსა ღმრთისასა", ვითარმედ: ვჰმონებ შჯულსა ღმრთისასა, და უწყი სჳნიდისისა მიერ დამტკიცებითა სიმაღლე და სიწმიდე მისი გონებასა შინა ჩემსა, დაღაცათუ ბოროტი ჩუეულებაჲ, რომელსა უწოდ შჯულად ცოდვისა, იგი მიმიზიდავს უნებლებით ქმნად ცოდვისა.

მოციქულისაჲ: არა-მე რაჲ დასაშჯელ არსა აწ ქრისტე იესუჲს მიერ მათდა, რომელნი-იგი არა ჴორცთაებრ ვლენან, არამედ სულისაებრ (8,1).

თარგმანი: უსაკუთრეს არს, რაჲთა არა კითხვის სახედ, არამედ ესრეთ წარიკითხვოდის სიტყუაჲ ესე, ვითარმედ: არღარაჲ სადმე დასაშჯელ არს აწ ქრისტეს იესუჲსთა მათდა, არა ჴორცთაებრ მავალობაჲ, არამედ სულისაებრ. ვითარმცა ესრეთ იტყოდა, ვითარმედ: აწ არღარაჲ აყენებს მორწმუნეთა ქრისტესთა სლვად, არა წესითა ჴორციელითა, არამედ სულიერითა; ვინაჲთგან არა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო ესე თქუა სულისა მისთჳს, რომელი მოცემად იყო მორწმუნეთა მათ მისთა, რამეთუ არღა იყო სული წმიდაჲ მოცემულ“ (7,39).:

...ლო ამის მოსლვისა დასაბამი ჯუარს-ცუმისაგან იქმნა და მადლთა მათ დიდ-დიდთა მოცემისა, რამე-თუ უსაკჳრველეს იყო ნიჭი იგი, ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: „არა უწყი-თა, რომლისა სულისანი ხართ?“ და კუალად წერილ არს, ვითარმედ: „არა მიგიღებიეს სული მონებისაჲ, არამედ სული შვილებისაჲ“; რამეთუ ძუელთა მათ აქუნდა სული წმიდაჲ, გარნა სხუათა ვერ მისცემდეს, ხოლო მოციქულთა მრავალნი ბევრნი აღავსნეს. და ვინაჲთგან ესევითარისა მადლისა მოღებაჲ ეგულებოდა, და ესევითარი იგი მადლი არღა იყო მოცემულ, ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: „არღა იყო სული წმიდაჲ მოცემულ“, რამეთუ უფალი ამის მადლისათჳს იტყოდა. ამისთჳს მახარებელმან თქუა, ვითარმედ: „არღა იყო სული წმიდაჲ“, ესე იგი არს, მოცემულ არღა იყო ესევითარი იგი მაღალი მადლი.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რამეთუ იესუ არღა დიდებულ იყო“ (7,39).

თ ა რ გ მ ა ნ ი: „დიდებულად“ ჯუარ-ცუმასა უწესს; „არღა დიდებულ იყო იესუ“, ესე იგი არს, არღა ჯუარცუმულ იყო, რამეთუ დიდებაჲ ქრისტესი ჯუარი არს. რამეთუ ვინაჲთგან მტერნი ვიყვენით და შეცოდებულნი და დაკლებულნი მადლისა მისგან ღმრთისა და ღმრთის შემაწუხებელ, ხოლო მადლი იგი დაგებისა სასწაული იყო. ხოლო ნიჭი იგი არა მტერთა მიეცემის, არცა მოძულებულთა, არამედ მეგობართა და სათ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი იდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და სავსებისაგან მისისა ჩუენ ყოველთა მოვიღეთ მადლი მადლისა წილ. რამეთუ შჯული მოსეს მიერ მოეცა, ხოლო მადლი და ჭეშმარიტებაჲ ქრისტეს იესუჲს მიერ იყო“ (1,16-17).:

...ბისაჲ აქუნდა. და მონებასა რაჲ შინა იყვნეს, პატივ-იცემებოდეს სახელითა მით, ხოლო ჩუენ აზნაურ ვიქმნენით და მერმე არა სახელით, არამედ საქმით მოვიღეთ პატივი; და ამას მოასწავებდა პავლე და იტყოდა, ვითარმედ: „არა მოგჳღებიეს სული მონებისაჲ კუალად შიშად, არამედ მოგჳღებიეს სული შვილებისაჲ, რომლითა ვღაღადებთ: აბბა, მამაო“. რამეთუ ვიშვენით ზეცით და დავემკჳდრენით მას შინა და ესრეთ შვილ ვიწოდენით.

და კუალად უკუეთუ სიწმიდისა მას სახესა გამოვეძიებდეთ, თუ რაჲ არს ესე, ანუ რაჲ არს იგი, ფრიადი ჰპოვო აქაცა განყოფილებაჲ. რამეთუ იგინი რაჟამს არა ჰმსახურებდიან კერპთა და არა ისიძვიდიან და არცა იმრუშებდიან, მაშინ ეწოდებინ წმიდა. და პირველად მოსლვითა სულისა წმიდისაჲთა მივემთხუევით ნიჭსა ამას და მერმე - მოქალაქობითა ფრიად უზეშთაესითა ჰურიათაჲსა. ისმინე, რასა იტყჳს წერილი მათთჳს, ვი-თარმედ: „არა შეშინდეთ, არცა წმიდა-ჰყვნეთ შვილნი თქუენნი, რამეთუ ერი წმიდაჲ ხართ“. და საცნაურ არს, ვითარმედ მათი სიწმიდე იყო არა-შეხებაჲ კერპთაჲ ოდენ, ხოლო ჩუენი სიწმიდე არა ესრეთ არს, რამეთუ იტყჳს წერილი მისთჳს: „რაჲთა წმიდა იყოს სულით და ჴორცით“; და კუალად იტყჳს, ვით...

სრულად ნახვა