თარგმანი: ესრეთ დავიფლვით ქრისტეს თანა ნათლისღებითა სიკუდილად, რამეთუ, ვითარცა საფლავსა შინა, ესრეთ შთავალთ წყალსა მას შინა ნათლისღებისასა. და მოკუდების და დაინთქმის მას შინა ძუელი იგი კაცი და საქმენი მისნი სრულიად. და რაჟამს აღმოვიდეთ მიერ, აღმოვალს ჩუენ თანა ახალი იგი კაცი, და ესრეთ აღვდგებით ქრისტეს თანა, და ვითარცა-იგი, აღდგა რაჲ საფლავით, არღარა განხრწნადნი და მოკუდავნი ჴორცნი აქუნდეს, ეგრეთვე ჩუენ, აღმო-რაჲ-ვიდეთ ემბაზისაგან, არღარა პირველნი იგი ცოდვილნი და ბილწნი ჴორცნი გუმოსიან, და მიერითგან ჩუენსა ნებასა ზედა არს, გინა თუ დავადგრეთ სიწმიდესა მას ზედა, ანუ თუ კუალად შევაგინნეთ თავნი ჩუენნი.
ჰრომაელთა მიმართ 6:4
3. ანუ არა უწყითა, რამეთუ რომელთა-ესე ნათელ-ვიღეთ ქრისტე იესუჲს მიერ, სიკუდილისა მისისა მიმართ ნათელ-ვიღეთ?4. და თანა-დავეფლენით მას ნათლის-ღებითა მით სიკუდილსა მისსა, რაჲთა ვითარცა-იგი აღდგა ქრისტე მკუდრეთით დიდებითა მამისაჲთა, ეგრეთცა ჩუენ განახლებითა ცხორებისაჲთა ვიდოდით.5. რამეთუ უკუეთუ თანა-ნერგ ვექმნენით მსგავსებასა მას სიკუდილისა მისისასა, ეგრეთცა აღდგომასა მას მისსა ვიყვნეთ.
ჰრომაელთა მიმართ თავი 6