მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ჰრომაელთა მიმართ 6:2

1. რაჲ-მე უკუე ვთქუათ აწ? და-მე-ვადგრეთა ცოდვასა მას ზედა, რაჲთა მადლი განმრავლდეს? ნუ იყოფინ!2. რომელნი-ესე მოვკუედით ცოდვითა, ვითარ უკუე მერმე ვცხონდებოდით მას შინა?3. ანუ არა უწყითა, რამეთუ რომელთა-ესე ნათელ-ვიღეთ ქრისტე იესუჲს მიერ, სიკუდილისა მისისა მიმართ ნათელ-ვიღეთ?
ჰრომაელთა მიმართ თავი 6
2. რომელნი-ესე მოვკუედით ცოდვითა, ვითარ უკუე მერმე ვცხონდებოდით მას შინა?
თავი ვ̂. შემოსლვისათჳს მაცხოვარებისა ჩუენისათჳს მეორისა მის კაცისა იესუ ქრისტესსა პირველისა მის წილ დაცემულისა მიწისაგანისა ადამისსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რომელნი-ესე მოვკუედით ცოდვითა, ვითარ უკუე მერმე ვცხონდებოდით მას შინა? (6,2).:

თარგმანი: თჳთ სიტყუაჲ ესე ესრეთ უსაკუთრეს არს, ვითარმედ: რომელნი-ესე მოვკუდებით ცოდვითა, ვითარ მერმე ვცხონდებით მას შინა? — რამეთუ ცოდვასა შინა სიკუდილი ესე არს, ანუ ამისთჳს, რომელ: "მისდა კერძოდ განკუთნვისა განჩინებაჲ მოვიღეთ ყოველთა", რომელ არს მოკუდავ ყოფაჲ ბუნებისა ჩუენისაჲ. ანუ ესრეთ: "მოვკუდებით ცოდვითა, რამეთუ მას შინაღა რაჲ ვიყვნეთ, მორწმუნე ვიქმნებით და ნათელს-ვიღებთ", რომელი-ესე უფროჲს სათქუმელ არს. ხოლო ცოდვითა მოკუდომაჲ ესე არს, რაჟამს გამოცდილებითა სიბოროტისა მისისაჲთა არღარა ვჰმორჩილობდეთ მას.

თავი ზ საქმეთა კეთილთათჳს, რომელნი ჯერ-არიან სარწმუნოებისა თანა]
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ცოდვისა მიმართ, ვითარ უკუე მერმე ვცხონდებოდით მას შინა? (6,2).:

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: ვინაჲთგან გურწმენა და ნათელ-ვიღეთ, მკუდარ ვიქმნენით სოფლისაგან და ცოდვისა, რაჲთა არღარა ვჰმორჩილობდეთ მას, რამეთუ ესე ერთგზის ქმნა ნათლისღებამან, რომელ მოგუაკუდინნა მისგან. აწ უკუე ჩუენსა ნებასა და მოსწრაფებასა ზედა არს, რაჲთა დავადგრეთ მკუდრობასა მას ზედა ცხოველსმყოფელსა, და არღარა ცხოველ ვიყვნეთ ბოროტითა მით ცხორებითა, და დაღაცათუ ბევრეულგზის გუეტყოდის ცოდვაჲ, არა ვჰმორჩილობდეთ მას, არამედ ვიყვნეთ აღუძრველ მისა მიმართ, ვითარცა მკუდარნი.

ებისტოლე ჰრომაელთა მიმართ თავი 5
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რომელნი-ესე მოვკუედით ცოდვითა, ვითარ უკუე მერმე ვსცხონდებოდით მას შინა? (6,2).:

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: ვინაჲთგან გურწმენა და ნათელ-ვიღეთ, მკუდარ-ვიქმნენით ცოდვისაგან, არღარას ზედა ვმორჩილებდეთ მას, რამეთუ ესე ერთგზის ჰქმნა ნათლის-ღებამან, რომელ მოგუაკუდინა მისგან. აწ უკუე ჩუენსა ნებასა და მოსწრაფებასა ზედა არს, რომელ, დაღაცათუ ბევრეულ გუეტყოდის ცოდვა, არა ვმორჩილებდეთ მას, არამედ ვიყვნეთ აღუძრველ მისა მიმართ, ვითარცა მკუდარნი.

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ივ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ივ რაჲთა მოსწრაფე ვიყვნეთ დამარხვად მცნებათა ქრისტესთა:

...ვიდრეღა სიკუდილდმდე წინააღუდგეს მას, ხოლო სიმართლე ყოვლითა ძალითა შეიტკბეს.

ისმინე პავლესი, ვითარ სირცხჳლად და საკდემელად იტყჳს ცოდვასა: „ოდეს-იგი მონანი იყვენითო ცოდვისანი, თავისუფალ იყვენით სიმართლისაგან. რაჲ უკუე ნაყოფი გაქუნდა მაშინ, რომლისათჳს აწ ეგერა გრცხუენის? რამეთუ აღსასრული მათი სიკუდილი არს“. ხოლო შრომათათჳს და ჭირთა ღმრთისმსახურებისათა მარადის მოქადულ არს და მოხარულ, რამეთუ უწყის, ვითარმედ აღსასრული მათი ცხორებაჲ საუკუნოჲ არს. ამისთჳს ღაღადებს: „რამეთუ საწუთროჲ ესე მცირე ჭირი ჩუენი გარდარეულსა დიდსა დიდებასა შეიქმს ჩუენთჳს“.

ამისთჳს მეცა გლოცავ თქუენ, საყუარელნო, განვიწმიდნეთ თავნი ჩუენნი ყოვლისაგანვე შეგინებისა ჴორცთაჲსა და სულისა და აღვასრულებდეთ სიწმიდესა შიშითა ღმრთისათა; შემდგომსა მას დავივიწყებდეთ და წინასა მივსწუთებოდით და კრძალულებით ვსდევდეთ გჳრგჳნსა მას ზეცისა ჩინებისასა, რაჲთა ღირს ვიქმნეთ მიმთხუევად მისა მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

სრულად ნახვა