თარგმანი: ვინაჲთგან შეაშინნა იგინი და განაკრძალნა ცოდვისაგან, აწ კუალად ჰმადლობს ღმერთსა ქველისმოქმედებათა მისთათჳს, და იტყჳს, ვითარმედ: მადლი ღმერთსა, რომელ ესრეთ შეგეწია, რამეთუ დამონებულნი ეგე ცოდვისანი, რომელთა შეგეყუარა იგი და მონა მისა ქმნილ იყვენით, რომელ თჳნიერ იძულებისა, გულისა თქუენისა ნებითა მორჩილ იქმნენით ამის მოძღურებისა სახესა, რომელსა მოეცენით ღმრთისა შეწევნითა. ხოლო რომელსა სახესა? — გარნა ამასო, რაჲთა სიწმიდით იყოფებოდით და ღმერთი გრწმენეს, ვითარცა ჯერ-არს. ხოლო თუ "სახესა მოძღურებისასა" — ესე იგი არს წესსა და კანონსა.
ჰრომაელთა მიმართ 6:17
მოციქულისაჲ: ნუ უკუე სუფევნ ცოდვაჲ მოკუდავთა მაგათ ჴორცთა თქუენთა, მორჩილებად მისა გულისთქუმათა შინა მისთა, ნუცა წარუდგინებთ ასოთა მაგათ თქუენთა საჭურველად სიცრუვისა ცოდვასა (6,12-13).
თარგმანი: სიტყვაჲ ესე ესრეთ უსაკუთრეს არს, ვითარმედ: ნუ უკუე მეფობნ ცოდვაჲ. ესე იგი არს, რამეთუ ყოველსა ადგილსა განიყოფებიან სახელნი ესე მეფობისა და მძლავრებისაჲ, და მეფე უწოდიან მას, რომელი რწმუნებით და ნებსით შჯულიერად იპყრობდეს კაცთა, ხოლო მძლავრ - მას, რომელი უნებლიეთ და გარეშე შჯულთა სამეუფოთა უმშჯავროდ მპყრობელ იყოს ქუეყანისა. ამისთჳს აწ მოციქულმან არა თქუა, ვითარმედ: "ნუ ჰმძლავრობნ", არამედ "ნუ მეფობნ ცოდვაჲ მოკუდავთა მაგათ ჴორცთა თქუენთა ზედა", რაჲთა ცხად ყოს, ვითარმედ ვერ ჴელ-ეწიფების ცოდვასა იძულებით მძლავრებაჲ ჩუენი, არა თუ ჩუენ თჳთ ნებსით ვჰმორჩილობდეთ მას. არამედ რომელიმე ჩუენი არს და რომელიმე მისი. რამეთუ აღძრვასა ჴორცთაჲ ბუნებითი არს ჩუენ შორის, ხოლო ქმნაჲ და არაქმნაჲ ჩუენისა ნებისა და აღრჩევისა საქმე არს; გინათუ გჳნდეს, და თუ არა გუენებოს მორჩილებად ცოდვისა გულისთქუმათა...
...აწ უკუე არა ამისთჳს მხიარულ იქმნა, რომელ მათ არა ცნეს, არამედ - რომელ რაჲ-იგი არა ინებეს ცნობად ბრძენთა, გულის-ჴმა-ყვეს წმიდათა მოციქულთა და მათ მიერ სწავლულთა მორწმუნეთა.
იტყჳს პავლეცა, ვითარმედ: „მადლი ღმერთსა, რამეთუ იყვენით მონა ცოდვისა, და მორჩილ იქმნენით გულითა, რომელსაცა-იგი მიეცენით სახედ მოძღურებისა“. არა თუ ამისთჳს შეწირა მადლობაჲ პავლე, რომელ მონა ცოდვისა იყვნეს იგინი, არამედ ამისთჳს, რომელ ესევითარნიღა იყვნეს და ესევითართა კეთილთა ღირს იქმნეს. ეგრეთვე უფალი ჰმადლობს მამასა ამისთჳს, რამეთუ რომელ-იგი ბრძენთა არა ინებეს სწავლად, ისწავეს უსწავლელთა, რომელთაცა ჩჩჳლად სახელ-სდვა. ხოლო ბრძნად და მეცნიერად ამას ადგილსა მწიგნობართა მათ იტყჳს და ფარისეველთა, შჯულისმეცნიერთა მათ და სწავლულთა მღდელთა; არა თუ ჭეშმარიტისა სიბრძნისა მეცნიერად იტყჳს, არამედ კაცობრივისა ამის, რომელსა იგინი ჰგონებდეს თავთა თჳსთა ყოფად. ამისთჳსცა არა თქუა, თუ: გამოუცხადე სულელთა, არამედ - ჩჩჳლთა; ესე იგი არს, უმანკოთა, წრფელთა გულითა, განშორებულთა უკეთურებისაგან, რამეთუ ამას მოასწავებს სახელი ჩჩჳლთაჲ.
ხოლო ქადაგებაჲ ესე დიდებული და გამოცხადებაჲ საიდუმლოთაჲ ვინაჲთგან თავადმან ქმნა, მან მოუწოდა მოციქულთა, მან ასწავა; და კუალად უგუნურთა მათ ბრძენთა, რომელნი ბ...