თარგმანი: რაჲ არს ესე თუ "მოკუდა ცოდვისათჳს"? — ესე იგი არს, ვითარმედ: ქრისტე უფალი მასცა სიკუდილსა, რომლითა მოკუდა, არა თანამდებ იყო, არამედ — ცოდვისა ჩუენისათჳს, რაჲთა განაქარვოს იგი და მოჰკუეთნეს ძარღუნი მისნი და ყოველივე ძალი მისი. ამისთჳს მოკუდა, და არა თუ, ვითარცა სხუანი კაცნი, თანამდებ იყო სიკუდილისა.
ჰრომაელთა მიმართ 6:10
თარგმანი: ესე სიტყუაჲ ყოვლისა კაცისათჳს უთქუამს, ვითარმედ, ვითარცა მკუდარი მო-რაჲ-კუდეს ერთგზის, მიერითგან უქმ არს ყოვლისავე საქმისა მიმართ, ეგრეცა მკუდარ ქმნულსა ნათლისღებისა მიერ, თანა-აც, რაჲთა მკუდარ იყოს ცოდვისათჳს, და ცხოველ — ღმრთისა, უქმ ბოროტისა და მოქმედ კეთილისა, შეწევნითა ქრისტესითა. რამეთუ ვითარ-იგი საღმრთოდ განცხოელებაჲ, ეგრეთვე დაუცემელად დაცვაჲ კეთილსა შინა ვერ-ვინაჲთ სხჳთ მოიგებვის, თჳნიერ ქრისტეს იესუჲს მიერ, უფლისა ჩუენისა.
თარგმანი: რაჲ არს ესე თუ "მოკუდა ცოდვითა"? — ესე იგი არს, ვითარმედ ქრისტე უფალი მასცა სიკუდილსა, რომლითა მოკუდა, არა თანამდებ იყო, არამედ — ცოდვისა ჩუენისათჳს, რაჲთა განაქარვოს იგი და მოჰკუეთნეს ძარღუნი მისნი და ყოველივე ძალი, ამისთჳს მოკუდა.
...სჯელს იხდიდა, და რათა აჩვენოს, რომ მისი სიკვდილი ჩვენი ცოდვის გამომსყიდველი იყო. ამიტომაც ამბობს: „ქრისტე აღდგა მკუდრეთით, არღარა მოკუდეს“ (). და კვლავ: „რომელი იგი-მოკუდა, ცოდვითა მოკუდა“ (). ის ამბობს, რომ ის სიკვდილიც ცოდვის მიზეზით, როგორც ბრალდებული და პასუხისმგებელი, არ მიუღია; არამედ იგი ყველასი საერთო შეცოდებისთვის მოკვდა. ამრიგად, თუ წინა სიკვდილის მიმართ იგი ამ მხრივ პასუხისმგებელი არ იყო, უხვად არის დამტკიცებული, რომ იგი აღარ მოკვდება.
შემდეგ ამბობს: „და დაშთომილ იქმნეს ქუეყანა, რომლისად შენ გეშინის, პირისაგან ორთა მეფეთასა“ (). რასაც წინასწარმეტყველი გამუდმებით აკეთებს, იგივე გააკეთა აქაც. წინასწარმეტყველების შემდეგ სიტყვა ისტორიაზე გადაჰყავს. ეს ცხადად ვაჩვენეთ სერაფიმების შემთხვევაშიც, როცა იგივე დაადგინა; და იგივე აღასრულა აქა...