მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ჰრომაელთა მიმართ 4:6

5. ხოლო რომელი-იგი არა იქმნ და ჰრწამნ ხოლო განმამართლებელი იგი უღმრთოჲსაჲ, შეერაცხების სარწმუნოებაჲ იგი მისი სიმართლედ.6. ვითარცა-იგი დავით იტყჳს ნეტარებასა მას კაცისასა, რომელსაცა-იგი შეურაცხა ღმერთმან სიმართლე თჳნიერ საქმისა:7. ნეტარ არიან, რომელთა მიეტევნენ უშჯულოებანი და რომელთა დაეფარნენ ცოდვანი;
ჰრომაელთა მიმართ თავი 4
6. ვითარცა-იგი დავით იტყჳს ნეტარებასა მას კაცისასა, რომელსაცა-იგი შეურაცხა ღმერთმან სიმართლე თჳნიერ საქმისა:
თავი დ̂. მადლისა მისთჳს, რომლისა მიერ ხოლო განმართლდებიან კაცნი, არა ტომებით განყოფილნი, არამედ ნიჭისაებრ და მადლისა სწორებით, სახისა მისებრ აბრაჰამისსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ვითარცა-იგი დავით იტყჳს ნეტარებასა მას კაცისასა, რომელსა-იგი შეურაცხა ღმერთმან სიმართლე თჳნიერ საქმისა. ნეტარ არიან, რომელთა მიეტევნენ უშჯულოებანი, და რომელთა დაეფარნენ ცოდვანი; ნეტარ არს კაცი, რომელსა არა შეურაცხა უფალმან ცოდვაჲ (4,6-8).:

მოციქულისაჲ: აწ უკუე, რაჲ? [წინა-მე-ვჰმატთა? — არა სამე, რამეთუ წინაჲსწარვე ვაბრალეთ ჰურიათა] და წარმართთა ყოველთაჲ ცოდვასა ქუეშე ყოფაჲ, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: არავინ არს მართალ, არცაღა ერთ, არავინ არს გულისჴმის-მყოფელ, არავინ არს გამომეძიებელ ღმრთისა; ყოველთავე მიაქციეს ერთბამად, უჴმარ იქმნნეს; არავინ არს, რომელმანცა ქმნა სიტკბოებაჲ; არავინ არს მიერთადმდე. სამარე ზე-ებულ არს ჴორჴი მათი, ენითა მათითა ზაკუვიდეს. გესლი ასპიტთაჲ ბაგეთა მათთა, რომელთა პირი წყევითა და სიმწარითა სავსე არს. მალე არიან ფერჴნი მათნი დათხევად სისხლისა. შემუსრვაჲ და უბადრუკებაჲ არს გზათა მათთა, და გზაჲ მშჳდობისაჲ არა იცნეს. არა არს შიში ღმრთისაჲ წინაშე თუალთა მათთა (3,9-18).

თარგმანი: ვინაჲთგან ორკერძოვე აბრალა ჰურიათა და წარმართთა, აწ შეუდგენს, ვითარმედ არარაჲთ ვჰმატთ ჩუენ მათ, რომელნი-იგი ბრა ვყვენით. არცა რას სხუასა ვიტყჳთ უმეტეს მათსა ქონებასა, თჳნიერ სარწმუნოებისა, რომელი-იგი მადლით განმამართლებს ჩუენ, და არა საქმეთაგან. ხოლო ვინაჲთგან ენება დ<span...

სრულად ნახვა
პირი დ მადლისა მისთჳს ღმრთისა, რომლითა განმართლდებიან კაცნი უსასყიდლოდ.
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: შეერაცხების სარწმუნოებაჲ იგი მისი სიმართლედ. ვითარცა-იგი დავით იტყჳს ნთარებასა მის კაცისასა, რომელსაცა-იგი შეურაცხა ღმერთმან სიმართლე თჳნიერ საქმისა (4,5-6).:

თარგმანი: ჰხედავა, რამეთუ მოქმედსა მას სასყიდელი მიეცემის საქმეთაებრ, ხოლო მორწმუნესა მიეცემის სიმართლე, რომლი-იგი ყოვლისა კეთილისა შემკრებელი არს.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის