თარგმანი: რაჲთა არა თქუან მსმენელთა, ვითარმედ: "ჩუენდა რაჲ არს, უკუეთუ იგი განმართლდა სარწმუნოებითა", — ამისთჳს ზედა-დაჰრთო მოციქულმან, ვითარმედ: არა მისთჳს ხოლო, არამედ ჩუენდაცა სამოძღურებელად დაიწერა, რაჲთა სახედ შემოღებითა მით აბრაჰამისითა ვემსგავსნეთ სარწმუნოებასა მისსა, და მსგავსად მისსა ჩუენცა შეგუერაცხოს სარწმუნოებაჲ ჩუენი სიმართლედ, რაჟამს გურწმენეს აღმადგინებელი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი მკუდრეთით. ხოლო თუ ვითარ ჯერ-არს რწმუნებაჲ მისი, შემდგომისა სიტყჳსა თარგმანებისაგან ისმინე.
ჰრომაელთა მიმართ 4:23
22. ამისთჳსცა შეერაცხა მას სიმართლედ.23. ხოლო არა დაიწერა მისთჳს ხოლო, რამეთუ შეერაცხა მას სიმართლედ,24. არამედ ჩუენთჳსცა, რომელთადა-ესე შერაცხვად არს, რომელთა გურწამს აღმადგინებელი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი მკუდრეთით,
ჰრომაელთა მიმართ თავი 4