თარგმანი: კეთილად თქუა: არა შეორგულდა, რაჲთა გჳჩუენოს, ვითარმედ არცა თუ მცირედ იჭუნეულ იქმნა, არამედ შეუორგულებელად და მტკიცედ ჰრწმენა. ხოლო განმართლებაჲ რაჲ თქუა სარწმუნოებითა, ამას ცხად ჰყოფს, ვითარმედ ფრიადი ძლიერებაჲ უჴმს შეუორგულებელად მქონებელსა სარწმუნოებისასა, და უფროჲსღა — ესოდენ დიდისა სარწმუნოებისასა, რომელ არღარად სხუად, არამედ მყის ქმნულად შეჰრაცხა აღთქუმული იგი, და ვითარცა აწვე მიცემულისათჳს, მადლობაჲ შეწირა კეთილთა მომცემელისა მის; და არღარა თუ ჰრწმენა, არამედ გულსავსეცა იქმნა ყოვლისავე შემძლებელობისათჳს ღმრთისა; ვინაჲცა ამის მიერ განმართლდა.
ჰრომაელთა მიმართ 4:22
21. და გულ-სავსე იქმნა, ვითარმედ რომელმან-იგი აღუთქუა, შემძლებელ არს ყოფადცა.22. ამისთჳსცა შეერაცხა მას სიმართლედ.23. ხოლო არა დაიწერა მისთჳს ხოლო, რამეთუ შეერაცხა მას სიმართლედ,
ჰრომაელთა მიმართ თავი 4