მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ჰრომაელთა მიმართ 4:20

19. და არა მოუძლურდა იგი სარწმუნოებითა, არა განიცადა თავი თჳსი, - რამეთუ კნინღა და მკუდარ იყვნეს ჴორცნი მისნი, რამეთუ ას წლის სადამე იყო, - და მკუდრობაჲ იგი საშოჲსა სარაჲსი.20. ხოლო აღთქუმასა მას ღმრთისასა არა შეორგულდა ურწმუნოებითა, არამედ განძლიერდა სარწმუნოებითა, მისცა დიდებაჲ ღმერთსა21. და გულ-სავსე იქმნა, ვითარმედ რომელმან-იგი აღუთქუა, შემძლებელ არს ყოფადცა.
ჰრომაელთა მიმართ თავი 4
20. ხოლო აღთქუმასა მას ღმრთისასა არა შეორგულდა ურწმუნოებითა, არამედ განძლიერდა სარწმუნოებითა, მისცა დიდებაჲ ღმერთსა
თავი დ̂. მადლისა მისთჳს, რომლისა მიერ ხოლო განმართლდებიან კაცნი, არა ტომებით განყოფილნი, არამედ ნიჭისაებრ და მადლისა სწორებით, სახისა მისებრ აბრაჰამისსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ აღთქუმასა მას ღმრთისასა არა შეორგულდა ურწმუნოებითა, არამედ განძლიერდა სარწმუნოებითა; მისცა დიდებაჲ ღმერთსა და გულსავსე იქმნა, ვითარმედ, რომელმან-იგი აღუთქუა, შემძლებელ არს ყოფადცა. ამისთჳსცა შეერა[ცხა მას სიმართლედ (4,20-22).:

თარგმანი: კეთილად თქუა: არა შეორგულდა, რაჲთა გჳჩუენოს, ვითარმედ არცა თუ მცირედ იჭუნეულ იქმნა, არამედ შეუორგულებელად და მტკიცედ ჰრწმენა. ხოლო გან თქ სარწმუნოებითა, ამას ად ჰყოფს, ვითარმედ ფრიადი ძლიერებაჲ უჴმს შეუორგულებელად მქონებელსა სარწმუნოებისასა, და უფროჲსღა — ესოდენ დიდისა სარწმუნოებისასა, რომელ არღარად სხუად, არამედ მყის ქმნულად შეჰრაცხა აღთქუმული იგი, და ვითარცა აწვე მიცემულისათჳს, მადლობაჲ შეწირა კეთილთა მომცემელისა მის; და არღარა თუ ჰრწმენა, არამედ გულსავსეცა იქმნა ყოვლისავე შემძლებელობისათჳს ღმრთისა; ვინაჲცა ამის მიერ განმართლდა.

პირი დ მადლისა მისთჳს ღმრთისა, რომლითა განმართლდებიან კაცნი უსასყიდლოდ.
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: გარნა აღთქუმასა მას ღმრთისასა (4,20).:

თარგმანი: რამეთუ, ესმნეს რაჲ სიტყუანი ღმრთისანი, თჳნიერ საქმით აღსრულებისა, სიტყუათაჲ ოდენ ლიტონთაჲ ესრეთ ჰრწმენა, ვითარცა აღსრულებული საქმე.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის