მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ჰრომაელთა მიმართ 4:19

18. რომელსა უსასოჲ იგი სასოებით ჰრწმენა, რაჲთა იყოს იგი მამად მრავალთა თესლთა, მსგავსად თქუმულისა მის: ესრე იყოს ნათესავი შენი.19. და არა მოუძლურდა იგი სარწმუნოებითა, არა განიცადა თავი თჳსი, - რამეთუ კნინღა და მკუდარ იყვნეს ჴორცნი მისნი, რამეთუ ას წლის სადამე იყო, - და მკუდრობაჲ იგი საშოჲსა სარაჲსი.20. ხოლო აღთქუმასა მას ღმრთისასა არა შეორგულდა ურწმუნოებითა, არამედ განძლიერდა სარწმუნოებითა, მისცა დიდებაჲ ღმერთსა
ჰრომაელთა მიმართ თავი 4
19. და არა მოუძლურდა იგი სარწმუნოებითა, არა განიცადა თავი თჳსი, - რამეთუ კნინღა და მკუდარ იყვნეს ჴორცნი მისნი, რამეთუ ას წლის სადამე იყო, - და მკუდრობაჲ იგი საშოჲსა სარაჲსი.
თავი დ̂. მადლისა მისთჳს, რომლისა მიერ ხოლო განმართლდებიან კაცნი, არა ტომებით განყოფილნი, არამედ ნიჭისაებრ და მადლისა სწორებით, სახისა მისებრ აბრაჰამისსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რომელსა უსასოჲ იგი სასოებით ჰრწმენა, რაჲთა იყოს იგი მამად მრავალთა თესლთა, მსგავსად თქუმულისა მის, - ესრე იყოს ნათესავი შენი; და არა მოუძლურდა იგი სარწმუნოებითა (4,18-19).:

მოციქულისაჲ: აწ უკუე, რაჲ? [წინა-მე-ვჰმატთა? — არა სამე, რამეთუ წინაჲსწარვე ვაბრალეთ ჰურიათა] და წარმართთა ყოველთაჲ ცოდვასა ქუეშე ყოფაჲ, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: არავინ არს მართალ, არცაღა ერთ, არავინ არს გულისჴმის-მყოფელ, არავინ არს გამომეძიებელ ღმრთისა; ყოველთავე მიაქციეს ერთბამად, უჴმარ იქმნნეს; არავინ არს, რომელმანცა ქმნა სიტკბოებაჲ; არავინ არს მიერთადმდე. სამარე ზე-ებულ არს ჴორჴი მათი, ენითა მათითა ზაკუვიდეს. გესლი ასპიტთაჲ ბაგეთა მათთა, რომელთა პირი წყევითა და სიმწარითა სავსე არს. მალე არიან ფერჴნი მათნი დათხევად სისხლისა. შემუსრვაჲ და უბადრუკებაჲ არს გზათა მათთა, და გზაჲ მშჳდობისაჲ არა იცნეს. არა არს შიში ღმრთისაჲ წინაშე თუალთა მათთა (3,9-18).

თარგმანი: ვინაჲთგან ორკერძოვე აბრალა ჰურიათა და წარმართთა, აწ შეუდგენს, ვითარმედ არარაჲთ ვჰმატთ ჩუენ მათ, რომელნი-იგი ბრა ვყვენით. არცა რას სხუასა ვიტყჳთ უმეტეს მათსა ქონებასა, თჳნიერ სარწმუნოებისა, რომელი-იგი მადლით განმამართლებს ჩუენ, და არა საქმეთაგან. ხოლო ვინაჲთგან ენება დ<span...

სრულად ნახვა
პირი დ მადლისა მისთჳს ღმრთისა, რომლითა განმართლდებიან კაცნი უსასყიდლოდ.
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: არა მოუძლურდა იგი სარწმუნოებითა, გან-ღათუ-იცადა ავი თჳსი, რამეთუ მკუდარ იყვნეს ჴორცნი მისნი (4,19).:

თარგმანი: მრავალნი საქმენი იყვნეს სარწმუნოებისა მისისა მომაუძლურებელნი, არამედ არცა ერთისაგან მოუძლურდა ახოვანი იგი სული: პირველად, რამეთუ არცა ერთი აქუნდა საქმისა მის სახე, რაჲთამცა მოიგონა იგი, არამედ იგი იყო პირველი, გარეგან კაცობრივისა ბუნებისა და სასოებისა, შვილიერებისა აღთქუმაჲ. მეორედ, რამეთუ მომკუდარ იყვნეს სიბერისაგან ჴორცნი მისნი. მესამედ, რამეთუ მკუდარ იყო საშოჲ სარაჲსი, და ვერ შემძლებელი შვილიერებად.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის