მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ჰრომაელთა მიმართ 4:17

16. ამისთჳს სარწმუნოებისაგან, რაჲთა მადლით იყოს მტკიცე აღთქუმაჲ იგი ყოვლისა ნათესავისაჲ, არა შჯულისაგანთა ხოლო, არამედ სარწმუნოებისაგანთაცა აბრაჰამისთა, რომელ არს მამაჲ ჩუენ ყოველთაჲ,17. ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: მამად მრავალთა თესლთა დაგადგინე შენ წინაშე პირსა, რომლისაჲ-იგი ჰრწმენა ღმრთისაჲ, რომელმან-იგი განაცხოველნის მკუდარნი და უწესნ არა-არსსა მას, ვითარცა არსსა.18. რომელსა უსასოჲ იგი სასოებით ჰრწმენა, რაჲთა იყოს იგი მამად მრავალთა თესლთა, მსგავსად თქუმულისა მის: ესრე იყოს ნათესავი შენი.
ჰრომაელთა მიმართ თავი 4
17. ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: მამად მრავალთა თესლთა დაგადგინე შენ წინაშე პირსა, რომლისაჲ-იგი ჰრწმენა ღმრთისაჲ, რომელმან-იგი განაცხოველნის მკუდარნი და უწესნ არა-არსსა მას, ვითარცა არსსა.
თავი დ̂. მადლისა მისთჳს, რომლისა მიერ ხოლო განმართლდებიან კაცნი, არა ტომებით განყოფილნი, არამედ ნიჭისაებრ და მადლისა სწორებით, სახისა მისებრ აბრაჰამისსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ამისთჳს სარწმუნოებისაგან, რაჲთა მადლით იყოს მტკიცე აღთქუმაჲ იგი ყოვლისა ნათესავისაჲ; არა შჯულისაგანთა ხოლო, არამედ სარწმუნოებისაგანთაცა აბრაჰამისთა, რომელ არს მამაჲ ჩუენ ყოველთაჲ, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: მამად მრავალთა თესლთა დაგადგინე შენ (4,16-17).:

თარგმანი: ამისთჳს სარწმუნოებისაგან ვცხონდებით, რაჲთა მადლით მტკიცე იყოს აღთქუმაჲ იგი ყოვლისა ნათესავისაჲ. რამეთუ სარწმუნოებაჲ შემოიყვანებს მადლსა, ხოლო მადლი რაჲ შემოვიდეს, ვე ზედა; არა ხოლო წინადაცუეთილებისა შჯულითა, არამედ წინადაუცუეთელობისა სარწმუნოებითა შვილთა აბრაჰამისთა. ესრეთ უკუე შეაერთებს ორთა ერთა — ჰურიათა და წარმართთა, და ზოგად მათ ყოველთა მამა ჰყოფს აბრაჰამს; არა ხოლო ლიტონითა სიტყჳთა, არამედ წამებითა სიტყუასა მას დაბადებისასა, რომელი-იგი მისთჳს თქუა უფალმან, ვითარმედ: "მამად მრავალთა თესლთა დაგადგინე შენ" ().

პირი დ მადლისა მისთჳს ღმრთისა, რომლითა განმართლდებიან კაცნი უსასყიდლოდ.
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო, არამედ სარწმუნოებისაჲცა აბრაჰამისა, რომელ არს მამაჲ ჩუენ ყოველთაჲ, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: მამად მრავალთა თესლთა დაგადგინე შენ (4,16-17).:

თარგმანი: ესე იგინი არიან, რომელნი თჳნიერ შჯულისა მორწმუნე იქმნეს. ხოლო იხილე თუ ვითარ შეაერთებს ორთავე მათ ერთა და ყოველთა მამა ჰყოფს აბრაჰამს მორწმუნეთა. ხოლო ურწმუნოთა ქრისტეს სარწმუნოებისათა არცა წარმართთა, არცა ჰურიათა არს მამაჲ აბრაჰამ, არამედ მორწმუნეთაჲ არს მამაჲ, გინა თუ ჰურიათაგანნი იყვნენ, გინა თუ წარმართთაგანნი.

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არს აქა ყრმაჲ, რომელსა აქუს ხუთი პური ქრთილისაჲ და ორი თევზი, არამედ ესე რაჲ არს ესეოდენთა წინაშე?“ (6,9).:

...აფეთა წარიწირეს სასოებაჲ პურისაჲ, მაშინ იწყო ქმნად სასწაულისა და გამოაჩინა უზეშთაესობაჲ სასწაულისაჲ მის უფროჲს წინაჲსწარმეტყუელთა მიერ ქმნილისა. და ვიდრე პურნი არღარასადა ჩნდეს, რაჲთა სცნა, ვითარმედ არაარსი ვითარცა არსი არს წინაშე მისა, ვითარცა პავლე იტყჳს, ვითარმედ: „რომელმან მოუწოდის არაარსთა, ვითარცა არსთა“, ამის-თჳს აქაცა პირველ პურთა მოღებისა, ვითარცა მზასა ზედა ტაბლასა, უბრძანა დასხდომაჲ ერისა მის, რაჲთა გონებასაცა მოწაფეთასა არგოს. ხოლო იგინი კითხვისა მისგან მოსრულ იყვნეს გულისხმის-ყოფად, ამისთჳს შეუორგულებელად იქმოდეს ბრძანებასა მისსა და დასხმი დეს ერსა მას. არცა თქუეს, თუ: რაჲ არს ესე? ჩანს არარაჲ, და უბრძანებ დასხდომასა ერისასა? არამედ რომელნი-იგი პირველ ურწმუნო იყვნეს და იტყოდეს: „ვინაჲ ვიყიდოთ პური?“ აწ პირველ ხილვისაცა მოვიდეს სარწმუნოებად. ხოლო რაჲ არს, რომელ განრღუეულსა რაჲ განჰკურნებდა და სხუათა სასწაულთა იქმოდა, არა ილოცა, და აქა ილოცავს? რაჲთა გუასწაოს საზრდელისა ჟამსა ლოცვაჲ, და კუალად ამისთჳს, რამეთუ უდარჱსთა ამათ სასწაულთა ზედა ილოცავს, რაჲთა გამოაჩინოს, ვითარმედ არა თუ ლოცვაჲ ეჴმარების. რამეთუ უკუეთუმცა ეჴმარებოდა, არ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი დ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „პირველითგან იყო სიტყუაჲ, და სიტყუაჲ იგი იყო ღმრთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყუაჲ იგი“ (1,1).:

...უ სადა ყოფილ არს ჟამი და საუკუნე პირველ მისა, ვითარმცა მის მიერ ქმნულ იყო პირველ მისა მყოფი იგი? ჰხედავა, ვითარსა კადნიერებასა მიიყვანებს კადნიერებაჲ ესევითარისა მეტყუელ-თაჲ? რამეთუ რად არა თქუა მახარებელმან, თუ: არარაჲსაგან იქმნა? ვითარ-იგი პავლე დაბადებულთათჳს იტყჳს: „რომელმან უწოდოს არაარსთა, ვითარცა არსთა“. არამედ თქუა, ვითარმედ: „პირველითგან იყო“, რამეთუ ესე წინააღმდგომი არს მისი, და სამართლადცა! რამეთუ ღმერთი არცა დაბადებულ არს, არცა აქუს რაჲმე უხუცესი თჳსსა, არამედ ესე სიტყუანი წარმართთანი არიან. ხოლო ესეცა მითხარ: დამბადებელი არა შეუმსგავსებელად უზეშთაეს არს დაბადებულთასა? გარნაღა ვერ უძლებ ამისა თქუმად, ვითარმედ: არა ფრიად უზეშთაეს არს და შეუმსგავსებელ მათ მიერ, ხოლო უკუეთუ მსგავსად მათისა დასაბამი აქუს, სადა არს შეუმსგავსებელობაჲ იგი მისი და უზეშთაესობაჲ დაბადებულთაგან? ანუ რაჲ არს სიტყუაჲ იგი, ვითარმედ: „მე ვარ პირველი, და მე ვარ შემდგომი“, „და პირველ ჩემსა არა ყოფილ არს სხუაჲ ღმერთი“? რამეთუ უკუეთუ ძჱ არა დაუსაბამოჲ არს, არა სადამე აქუს ბუნებაჲ მამისაჲ, რამეთუ მამაჲ დაუსაბამოჲ არს. და უკუე-თუ ბუნებაჲ მამისაჲ არა აქუს, სხუაჲ...

სრულად ნახვა