თარგმანი: ვინაჲთგან გჳჩუენა, ვითარმედ სარწმუნოებაჲ უსაჭიროეს არს, რამეთუ წინადაცუეთისა უხუცეს არს, რამეთუ შჯულისა უძლიერეს არს, რამეთუ შემომკრებელ შჯულისა არს, რამეთუ უკუეთუ ყოველთა ცოდეს, საჭიროდ საჴმარ არს სარწმუნოებაჲ. უკუეთუ წინადაუცუეთელღა იყო, რომელი განმართლდა, უხუცეს იქმნა შჯულისაგანსა მას შემეცნებასა ცოდვისასა განმართლებაჲ, სარწმუნოებისა მიერი. უკუეთუ შემომკრებელ შჯულისა არს სარწმუნოებაჲ, არა მბრძოლ, არამედ მეგობარ არს შჯულისა. ხოლო აწ ამას დაგჳმტკიცებს, ვითარმედ მქონებელი შჯულისაჲ ვერ შემძლებელ არს პყრობად სარწმუნოებისა, რამეთუ უკუეთუ ვის ჰრწმენეს, ვითარმედ შჯული კმა არს განმამართლებელად, ესევითარსა მას დაუჴსნიეს სარწმუნოებაჲ მადლით განმართლებისაჲ და განვრდომილ არს აღთქუმათა მათგან, ვითარმედ სარწმუნოებით და მადლით განამართლებს წარმართთა ღმერთი. ხოლო უკუეთუ განქარდენ აღთქუმანი, მიერითგან არცა ერთისა ვის მამა იყოს აბრაჰამ, რამეთუ შვილნი იგი აღთქუმისანი არიან შვილ აბრაჰამისსა.
ჰრომაელთა მიმართ 4:14
13. რამეთუ არა შჯულისაგან იყო აღთქუმაჲ იგი აბრაჰამისი ანუ ნათესავისა მისისაჲ, რაჲთა იყოს იგი მკჳდრ სოფლისა, არამედ სიმართლითა მით სარწმუნოებისაჲთა.14. რამეთუ უკუეთუ შჯულისაგანნი იგი არიან მკჳდრნი, ცალიერ არს სარწმუნოებაჲ, და განქარვებულ არიან აღთქუმანი იგი.15. რამეთუ შჯული რისხვასა შეიქმს, ხოლო სადა არა არს შჯული, მუნ არცა შჯულისა გარდასლვაჲ.
ჰრომაელთა მიმართ თავი 4