თარგმანი: ამისთჳს მიიღო აბრაჰამ წინადაუცუეთილებასავე შინა სარწმუნოებითა განმართლებაჲ, რაჲთა იყოს იგი მამა ყოველთა მორწმუნეთა წინადაუცუეთელთა, რაჲთა მათცა შეერაცხოს სარწმუნოებაჲ მათი სიმართლედ. და კუალად ამისთჳს წინა-დაიცჳთა შემდგომად განმართლებისა, რაჲთა ზოგადად იყოს იგი მამა ყოველთა, რომელთა ჰრწმენეს ქრისტეს მიმართ, წინადაცუეთილ თუ იყვნენ, გინა წინადაუცუეთელ; და რაჲთა ზოგად ყოველთა უწყოდინ, ვითარმედ, ვითარ-იგი წინადაუცუეთელნი ვერ მოიგებენ ამის მიერ შვილებასა აბრაჰამისსა, რამეთუ იგი წინადაუცუეთელობასა შინა განმართლდა, უკუეთუ არა მოიგონ განმამართლებელი იგი მისი სარწმუნოებაჲ, ეგრეთვე ვერცა წინადაცუეთილნი წინადაცუეთითა ოდენ მიემთხუევიან შვილებასა მისსა, უკუეთუ არა ვიდოდინ მათვე კუალთა წინადაუცუეთელობასა შინა მოგებულისა სარწმუნოებისათა მამისა ჩუენისა აბრაჰამისთა.
ჰრომაელთა მიმართ 4:12
11. და სასწაულად მოიღო წინადაცუეთილებაჲ იგი ბეჭდად სიმართლისა სარწმუნოებისა მის წინადაუცუეთილებასა მას შინა, რაჲთა იყოს იგი მამად ყოველთა მორწმუნეთა წინადაუცუეთელთა, რაჲთა შეერაცხოს მათცა სიმართლედ.12. და მამად წინადაცუეთილებისა არა წინადაცუეთილებისათა მათ ხოლო, არამედ რომელნი ჰგიან კუალთა მათ ზედა წინადაუცუეთილებისა სარწმუნოებისათა მამისა ჩუენისა აბრაჰამისთა.13. რამეთუ არა შჯულისაგან იყო აღთქუმაჲ იგი აბრაჰამისი ანუ ნათესავისა მისისაჲ, რაჲთა იყოს იგი მკჳდრ სოფლისა, არამედ სიმართლითა მით სარწმუნოებისაჲთა.
ჰრომაელთა მიმართ თავი 4