თარგმანი: ამით დაამტკიცებს, ვითარმედ დავითის მიერ თქუმული ესე ნეტარებაჲ წინადაუცუეთილებასა შეეტყუების უფროჲს, ვიდრე არა წინადაცუეთილებასა, რამეთუ წინადაცუეთაჲ საქმე არს, ხოლო იგი თჳნიერ საქმეთა მისცემს ნეტარებასა მას, ვინაჲცა აბრაჰამ პირველ წინადაცუეთისა მიიღო სარწმუნოებისა მიერ სიმართლე. ხოლო რაჲთა არავინ თქუას, ვითარმედ ვინაჲთგან თჳთ მას სარწმუნოებისა მიერ განმართლებულსა საჭიროდ თანა-ედვა შემდგომად განმართლებისა წინადაცუეთაჲ, ამისთჳს თანა-აც აწინდელთაცა მორწმუნეთა, შემდგომად ქრისტეს [მიერისა განმართლებისა წინადაცუეთაჲ. იტყჳს მოციქული, ვითარმედ არარად სხუად, ... არამედ, რეცა აღსანიშნველად მიეცა აბრაჰამს წინადაცუეთაჲ სამთა ამათ მიზეზთათჳს: რაჲთა სასწაულ იყოს სარწმუნოებისა და სახე მოქალაქობისა წმიდისა და განკრძალულისა და საცნაურ-მყოფელ აბრამმანისა ნათესავისა. ხოლო მიეცა არა ვითარცა მომატყუებელი სიმართლისაჲ, არამედ ვითარცა ბეჭედი და სასწაული სარწმუნოებითისა განმართლებისაჲ. ვინაჲცა აწ ქრისტეს მიერ განმართლებულნი არღარა მოქენე არიან წინადაცუეთისა, რაჟამს ნათელ-იღონ...
ჰრომაელთა მიმართ 4:10
9. აწ უკუე ნეტარებაჲ ესე წინადაცუეთილებასა ზედა არსა ანუ წინადაუცუეთილებასაცა? რამეთუ ვიტყჳთ, ვითარმედ: შეერაცხა აბრაჰამს სარწმუნოებაჲ იგი მისი სიმართლედ.10. ვითარ უკუე შეერაცხა? წინადაცუეთილებასაღა იყო ანუ წინადაუცუეთილებასა? არა წინადაცუეთილებასა, არამედ წინადაუცუეთილებასა.11. და სასწაულად მოიღო წინადაცუეთილებაჲ იგი ბეჭდად სიმართლისა სარწმუნოებისა მის წინადაუცუეთილებასა მას შინა, რაჲთა იყოს იგი მამად ყოველთა მორწმუნეთა წინადაუცუეთელთა, რაჲთა შეერაცხოს მათცა სიმართლედ.
ჰრომაელთა მიმართ თავი 4