მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ჰრომაელთა მიმართ 4:1

1. რაჲ-მე უკუე ვთქუათ? იპოვა-მეა აბრაჰამ, მამაჲ იგი ჩუენი, ჴორციელად?2. უკუეთუ აბრაჰამი საქმეთაგან განმართლდა, აქუს სიქადული, არამედ არა ღმრთისა მიმართ.
ჰრომაელთა მიმართ თავი 4
1. რაჲ-მე უკუე ვთქუათ? იპოვა-მეა აბრაჰამ, მამაჲ იგი ჩუენი, ჴორციელად?
თავი დ̂. მადლისა მისთჳს, რომლისა მიერ ხოლო განმართლდებიან კაცნი, არა ტომებით განყოფილნი, არამედ ნიჭისაებრ და მადლისა სწორებით, სახისა მისებრ აბრაჰამისსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რაჲ-მე უკუე ვთქუათ? [იპოვა-მეა აბრაჰამ, მამაჲ იგი ჩუენი, ჴორციელად? უკუეთუ აბრაჰამი საქმეთაგან განმართლდა, აქუს სიქადუ]ლი, არამედ არა ღმრთისა მიმართ. რასა უკუე იტყჳს წიგნი? — ჰრწმენა აბრაჰამს ღმერთი და შეერაცხა მას სიმართლედ (4,1-3).:

მოციქულისაჲ: აწ უკუე, რაჲ? [წინა-მე-ვჰმატთა? — არა სამე, რამეთუ წინაჲსწარვე ვაბრალეთ ჰურიათა] და წარმართთა ყოველთაჲ ცოდვასა ქუეშე ყოფაჲ, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: არავინ არს მართალ, არცაღა ერთ, არავინ არს გულისჴმის-მყოფელ, არავინ არს გამომეძიებელ ღმრთისა; ყოველთავე მიაქციეს ერთბამად, უჴმარ იქმნნეს; არავინ არს, რომელმანცა ქმნა სიტკბოებაჲ; არავინ არს მიერთადმდე. სამარე ზე-ებულ არს ჴორჴი მათი, ენითა მათითა ზაკუვიდეს. გესლი ასპიტთაჲ ბაგეთა მათთა, რომელთა პირი წყევითა და სიმწარითა სავსე არს. მალე არიან ფერჴნი მათნი დათხევად სისხლისა. შემუსრვაჲ და უბადრუკებაჲ არს გზათა მათთა, და გზაჲ მშჳდობისაჲ არა იცნეს. არა არს შიში ღმრთისაჲ წინაშე თუალთა მათთა (3,9-18).

თარგმანი: ვინაჲთგან ორკერძოვე აბრალა ჰურიათა და წარმართთა, აწ შეუდგენს, ვითარმედ არარაჲთ ვჰმატთ ჩუენ მათ, რომელნი-იგი ბრა ვყვენით. არცა რას სხუასა ვიტყჳთ უმეტეს მათსა ქონებასა, თჳნიერ სარწმუნოებისა, რომელი-იგი მადლით განმამართლებს ჩუენ, და არა საქმეთაგან. ხოლო ვინაჲთგან ენება დ<span...

სრულად ნახვა
პირი დ მადლისა მისთჳს ღმრთისა, რომლითა განმართლდებიან კაცნი უსასყიდლოდ.
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რაჲ-მე უკუე ვთქუათ, თუ პოვა აბრაჰამ, მამამან ჩუენმან (4,1).:

თარგმანი: ზუაობდეს ჰურიანი აბრაჰამს ზედა და იტყოდეს, ვითარმედ აბრაჰამსცა წინადაცუეთაჲ მიეცა. ხოლო ენება გამოჩინებაჲ მოციქულსა, ვითარმედ აბრაჰამცა სარწმუნოებითა განმართლდა და არა საქმეთაგან. და ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: რაჲ ვთქუათ, თუ პოვა აბრაჰამ, ჴორციელად მამამან ჩუენმან? რომელი სიმართლე პოვა — საქმეთაგანი ანუ სარწმუნოებისაგანი? საცნაურ არს, ვითარმედ — სარწმუნოებისაგანი. ამისთჳსცა არა თქუა თუ რომელი სიმართლე ქმნა, არამედ პოვაო, რამეთუ ვანაჲთგან არა საქმეთაგან მოიგო სიმართლე იგი, არამედ სარწმუნოებითა. ამისთჳს "პოვნილად" სახელ-სდებს სარწმუნოებითსა მას სიმართლესა, რომელსა მოანიჭებს მადლი ქრისტესი.

ფსალმუნი 148-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. ქმნილების დამტკიცება და განგების სიუხვე:

...შექმნა, იოლად შექმნა და შექმნილთაც მტკიცედ იცავს. რადგან სიტყვა „მან თქუა“ () იოლად აღსრულებას ცხადყოფს; როგორც ამას პავლეც აჩვენებდა და ამბობდა: „რომელმან-იგი განაცხოველნის მკუდარნი და უწესნ არა-არსსა მას, ვითარცა არსსა“ (), რითაც მოწოდების სახელით ამ იოლად აღსრულებას გვანიშნებდა. ხოლო რომ შექმნილთაც მტკიცედ იცავს, ამას კვლავ თვით წინასწარმეტყველი აჩვენებს, როცა დასძენს: „და დაადგინნა იგინი უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე; ბრძანებაჲ დადვა, რომელი არა წარჴდეს.“ ().

იხილე, აქაც როგორ მიანიშნა კვლავ ხელმწიფებასა და უფლებამოსილებაზე: არა მხოლოდ იმით, რომ ისინი დადგნენ, არამედ იმითაც, რომ თქვა „ბრძანება“, და ამ ადამიანური სიტყვებით თავისი მოქმედება წარმოაჩინა. რადგან როგორც შენთვის არის თქმა იოლი და ბრძანება ადვილი, ასეა ღმერთისთვის არარსთა შექმნა და შექმნილთა მტკიცედ დაცვა; უფრო სწორად, არც ასე, არამედ ბევრად მეტად. რადგან შეუძლებელია იმ იოლად აღსრულ...

სრულად ნახვა
ფსალმუნი 146-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. ქების სარგებელი და განბნეულთა შეკრება:

...რადგან ცხოვრებიდან მომდინარე კადნიერების მოხმობა არ შეეძლო, წინასწარმეტყველი კვლავ უბედურებასა და ღვთისთვის ჩვეულ საქმეს აყენებს წინ. რადგან დამდაბლებულთა ნუგეშისცემა მისი საქმეა და ეს მისთვის საკუთრივია; როგორც პავლეც, როცა ამბობს: „რომელმან-იგი განაცხოველნის მკუდარნი“ (), და კვლავ: „უწესნ არა-არსსა მას, ვითარცა არსსა“ (), ღვთის საკუთრივ საქმეს ასახელებს. ასევე აქაც ეს წინასწარმეტყველი ამბობს: „რომელმან განკურნოს შემუსრვილი გული“ (), და აჩვენებს, რომ თუნდაც უღირსნი ვიყოთ, რადგან მისი ქმნილება ვართ, ღმერთი თავის მოქმედებას არ მიატოვებს და მისთვის ჩვეულს არ დატოვებს. ასევე პავლეც ამბობს: „არამედ რომელმან-იგი ნუგეშინის-სცის მდაბალთა, ნუგეშინის-მცა ჩუენ“ (). და კვლავ: „სულმოკლეთა მიმცემელი სულგრძელებისა“ (). და იგივე წინასწარმეტყველი სხვაგან ამბობს: **„გული შემუსრვილი და დამდაბლებული...

სრულად ნახვა
ფსალმუნი 110-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
6. მცნებათა მარადიულობა და ახალი აღთქმა:

...110:9), როგორც თვითონაც ამბობდა: „არა მოვედ მე სჯად სოფლისა, არამედ რაჲთა ვაცხოვნო სოფელი“ (). რადგან სჯული, როცა ირღვეოდა, სჯიდა; „რამეთუ შჯული რისხვასა შეიქმს, ხოლო სადა არა არს შჯული, მუნ არცა შჯულისა გარდასლვაჲ“ (), ამბობს იგი; და კიდევ: „რამეთუ ყოველთავე შესცოდეს და დაკლებულ არიან დიდებისაგან ღმრთისა, ხოლო განმართლდებიან უსასყიდლოდ მადლითა მისითა“ (). ამიტომ ასე თქვა: „ჴსნა მოუვლინა ერსა თჳსსა“ ().

7. წმიდა სახელი და სიბრძნის დასაბამი

მაგრამ არც გამოსყიდვაა უბრალოდ მოცემული, არამედ გამოსყიდვის შემდეგ რჯულიც არის, რათა მადლის ღირსი ცხოვრება ვაჩვენოთ. „წმიდა არს და საშინელ სახელი მისი“ (). რადგან როცა გაიაზრა ყოველივე, რაც მის მზრუნველობასა და განგებას აცხადებს: ძველ აღთქმაში და ახალში, საქმეებში, მცნებათა მიერ, სასწაულთა მიერ და საკვირველებათა მიერ, აღტაცებული შეიქნა,...

სრულად ნახვა
ტიმოთეს მიმართ I ეპისტოლე — ჰომილია 2
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. მართალი, რჯული და სახარების დიდება:

...ხოლო ამბობს: „უშჯულოთა და ურჩთა, უმსახურებელთა და ცოდვილთა“ (). იუდეველებს ურჯულოებს უწოდებს და იმავეებს ურჩებსაც. ამბობს: „შჯული რისხვასა შეიქმს“ (). ეს ბოროტების მოქმედთა მიმართ ითქმის. მაგრამ რა ითქმის პატივის ღირსის მიმართ? ამბობს: „შჯულისაგან არს გამოცნობაჲ ცოდვისაჲ“ (). მაშ, რა ითქმის მართლის მიმართ?

ამბობს: „მართალსა შჯულ არა უც“ (). რატომ? იმიტომ, რომ სასჯელის გარეთ დგას და არ ელოდება, რომ რჯულისგან ისწავლოს, რა უნდა აკეთოს, რადგან შიგნით აქვს სულიწმინდის მადლი, რომელიც უკარნახებს. რადგან რჯული იმისთვის მიეცა, რომ დამრღვევნი შიშითა და მუქარით დაესაჯა....

სრულად ნახვა
საუბარი 39. „ოდეს იყო აბრაამ ოთხმეოცდაცხრამეტი წლისა" (დაბ 17:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
5. სულიერი წინადაცვეთა და ნათლისღება:

...შუქს ეკრობიან, როცა უკვე სიმართლის მზე ამოვიდა და ყველგან თავის სხივებს ავრცელებს, ჯერ კიდევ რძით იკვებებიან, როცა უკვე მყარი საზრდოს დრო დადგა, არ სურთ ნეტარი პავლეს მოსმენაც კი, რომელიც ხმამაღლა ამბობს: „და სასწაულად მოიღო წინადაცუეთილებაჲ იგი ბეჭდად სიმართლისა სარწმუნოებისა მის წინადაუცუეთილებასა მას შინა" (). შეხედე, როგორ ასწავლის მოციქული ორივეს ერთდროულად — იმასაც, რომ წინადაცვეთა ნიშნად მიიღო აბრაამმა, და იმასაც, რომ ჯერ კიდევ წინადაუცვეთელმა, მხოლოდ რწმენა გამოავლინა და უკვე მართლად გამოცხადდა. რომ იუდეველს ვერ გაებედა ეთქვა: ნუთუ წინადაცვეთამ მოუტანა მას გამართლება? — ამისთვის ნეტარი მოციქული, გამალიელის ფერხთით აღზრდილი და სჯულში გულდასმით გაწვრთნილი, ამბობს: ნუ იფიქრებთ, უსირცხვილო იუდეველნო, რომ წინადაცვეთამ თავისთავად გაამართლა იგი; ჯერ კიდევ წინადაუცვეთელმა, მხოლოდ რწმენა გამოავლინა და უკვე გამართლდა: „ჰრწმენა აბრაამს ღმრთისაჲ და შეერაცხა მას სიმართლედ" (). მაშ, მას შემდეგ, რაც ღვთისდამი რწმენით გამართლება მიიღო, მიიღო წინადაცვეთის ნიშანი; და ჯერ ღმერთმა სახელს ასო დაუმატა, შემდეგ კი წინადაცვეთა უბრძანა, და ამით აჩვენა, რომ მხოლოდ დიდი სათნოებისთვის ირჩევს და თავისთან აახ...

სრულად ნახვა
საუბარი 27. "და აღუშენა ნოე საკურთხეველი ღმერთსა" (დაბ 8:20)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. წინადაცვეთა და რწმენით განმართლება (8:21-22):

...თვის, რომ იუდეველებს ეტარებინათ იგი თავის თავზე, თითქოს რაღაც ნიშანი და ბეჭედი, თავიანთი მადლიერების ნიშნად, და, რომ ვერ შერეულიყვნენ წარმართთან.

3. წინადაცვეთა და რწმენით განმართლება (8:21-22)

აი, ამიტომ ნეტარი პავლე წინადაცვეთას ნიშანს უწოდებს და ამბობს: "და სასწაულად მოიღო წინადაცუეთილებაჲ იგი ბეჭდად" (). ხოლო, რომ იგი არავითარად არ ემსახურება განმართლებას, ამის მტკიცებულება ესეც, რომ ამ მართალმა (ნოემ) ამ (მაღალ) სათნოებას მიაღწია, როცა ჯერ კიდევ წინადაცვეთა არ იყო დაწესებული. და რას ვამბობ? თვით პატრიარქი აბრაამი, ჯერ კიდევ წინადაცვეთამდე, მხოლოდ რწმენით განმართლდა. ჯერ კიდევ წინადაცვეთამდე, ამბობს წერილი, "ჰრწმენა აბრაჰამს ღმერთი და შეერაცხა მას სიმართლედ" (). რას ამაყობ, იუდეველო, წინადაცვეთით? იცოდე, რომ მის გარეშეც ბევრი მართალი იყო. აი, აბელმა რწმენით შეწირა მსხვერპლი, როგორც პავლეც ამბობს მის შესახებ: "სარწმუნოებით უმრავლესი მსხუერპლები შეწირა ღმრთისა აბელ კაენისა" (); ენოქიც ცოცხლად აღიტაცა (ღმერთმა), ნოეც იხსნა საშინელი წარღვნისგან თავისი დიდი სიმართლისთვის; აბრაამიც, ჯერ კიდევ წინადაცვეთამდე, დიდებულ იქნა ღვთის მიმართ რწმე...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რამეთუ იესუ არღა დიდებულ იყო“ (7,39).:

...არა ღირს იყვნეს მიღებად აღთქუმისა მის უკუანაჲსკნელნი იგი ნათესავნი მისნი და თჳსთა შრომათაგან სათნო-ყოფად ვერ ძალ-ედვა. ამისთჳს შემოვიდა სარწმუნოებაჲ, საქმჱ ადვილი, რაჲთა მოიყვანოს მადლი იგი, და არა დავარდენ აღთქუმანი იგი. და წერილ არს, ვითარმედ: „ამისთჳს სარწმუნოებისაგან, რაჲთა მადლითა მტკიცე იყვნენ აღთქუმანი“. ამისთჳს მადლითა, რამეთუ ოფლითა ვერ შეუძლეს. ხოლო რაჲსათჳს, თქუა თუ: მსგავსად წერილისა, არა თქუა სიტყუაჲცა იგი წერილისაჲ? ამისთჳს, რამეთუ განხრწნილ იყო გონებაჲ მათი.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რომელნიმე იტყოდეს, ვითარმედ: ესე არს ჭეშმარიტად წინაჲსწარმეტყუელი; სხუანი იტყოდეს: ესე არს ქრისტე (7,40-41); სხუანი იტყოდეს: არა, არამედ აცთუნებს ერსა (7,12); ნუუკუე გალილეაჲთ მოსლვად არსა ქრისტე? არა წიგნი იტყჳსა, ვითარმედ ნათესავისაგან დავითისა და ბეთლემით დაბით?“ (7,41-42). და კუალად სხუანი იტყოდეს, ვითარმედ: „ქრისტე რაჟამს მოვიდეს, არავინ უწყოდის, თუ ვინაჲ არს“ (7,27).

თ ა რ გ მ ა ნ ი: თჳთოსახედ განყოფილ იყვნეს გონებანი მათნი, ვი-თარცა სიმრავლისა მის უწესოჲსა, რამეთუ არა თუ ისმენდეს კეთილად თქუმულთა მათ, რაჲთამცა ცნეს კეთილად. ამისთჳს უკუე უფალმანცა ამათ არარაჲ მიუგო, დაღაცათუ იტყოდეს, თუ: „ნუუკუე ქრისტე გალილეაჲთ მოვიდესა?“ ხოლო ნათანაე...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არს აქა ყრმაჲ, რომელსა აქუს ხუთი პური ქრთილისაჲ და ორი თევზი, არამედ ესე რაჲ არს ესეოდენთა წინაშე?“ (6,9).:

...აფეთა წარიწირეს სასოებაჲ პურისაჲ, მაშინ იწყო ქმნად სასწაულისა და გამოაჩინა უზეშთაესობაჲ სასწაულისაჲ მის უფროჲს წინაჲსწარმეტყუელთა მიერ ქმნილისა. და ვიდრე პურნი არღარასადა ჩნდეს, რაჲთა სცნა, ვითარმედ არაარსი ვითარცა არსი არს წინაშე მისა, ვითარცა პავლე იტყჳს, ვითარმედ: „რომელმან მოუწოდის არაარსთა, ვითარცა არსთა“, ამის-თჳს აქაცა პირველ პურთა მოღებისა, ვითარცა მზასა ზედა ტაბლასა, უბრძანა დასხდომაჲ ერისა მის, რაჲთა გონებასაცა მოწაფეთასა არგოს. ხოლო იგინი კითხვისა მისგან მოსრულ იყვნეს გულისხმის-ყოფად, ამისთჳს შეუორგულებელად იქმოდეს ბრძანებასა მისსა და დასხმი დეს ერსა მას. არცა თქუეს, თუ: რაჲ არს ესე? ჩანს არარაჲ, და უბრძანებ დასხდომასა ერისასა? არამედ რომელნი-იგი პირველ ურწმუნო იყვნეს და იტყოდეს: „ვინაჲ ვიყიდოთ პური?“ აწ პირველ ხილვისაცა მოვიდეს სარწმუნოებად. ხოლო რაჲ არს, რომელ განრღუეულსა რაჲ განჰკურნებდა და სხუათა სასწაულთა იქმოდა, არა ილოცა, და აქა ილოცავს? რაჲთა გუასწაოს საზრდელისა ჟამსა ლოცვაჲ, და კუალად ამისთჳს, რამეთუ უდარჱსთა ამათ სასწაულთა ზედა ილოცავს, რაჲთა გამოაჩინოს, ვითარმედ არა თუ ლოცვაჲ ეჴმარების. რამეთუ უკუეთუმცა ეჴმარებოდა, არ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი დ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „პირველითგან იყო სიტყუაჲ, და სიტყუაჲ იგი იყო ღმრთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყუაჲ იგი“ (1,1).:

...უ სადა ყოფილ არს ჟამი და საუკუნე პირველ მისა, ვითარმცა მის მიერ ქმნულ იყო პირველ მისა მყოფი იგი? ჰხედავა, ვითარსა კადნიერებასა მიიყვანებს კადნიერებაჲ ესევითარისა მეტყუელ-თაჲ? რამეთუ რად არა თქუა მახარებელმან, თუ: არარაჲსაგან იქმნა? ვითარ-იგი პავლე დაბადებულთათჳს იტყჳს: „რომელმან უწოდოს არაარსთა, ვითარცა არსთა“. არამედ თქუა, ვითარმედ: „პირველითგან იყო“, რამეთუ ესე წინააღმდგომი არს მისი, და სამართლადცა! რამეთუ ღმერთი არცა დაბადებულ არს, არცა აქუს რაჲმე უხუცესი თჳსსა, არამედ ესე სიტყუანი წარმართთანი არიან. ხოლო ესეცა მითხარ: დამბადებელი არა შეუმსგავსებელად უზეშთაეს არს დაბადებულთასა? გარნაღა ვერ უძლებ ამისა თქუმად, ვითარმედ: არა ფრიად უზეშთაეს არს და შეუმსგავსებელ მათ მიერ, ხოლო უკუეთუ მსგავსად მათისა დასაბამი აქუს, სადა არს შეუმსგავსებელობაჲ იგი მისი და უზეშთაესობაჲ დაბადებულთაგან? ანუ რაჲ არს სიტყუაჲ იგი, ვითარმედ: „მე ვარ პირველი, და მე ვარ შემდგომი“, „და პირველ ჩემსა არა ყოფილ არს სხუაჲ ღმერთი“? რამეთუ უკუეთუ ძჱ არა დაუსაბამოჲ არს, არა სადამე აქუს ბუნებაჲ მამისაჲ, რამეთუ მამაჲ დაუსაბამოჲ არს. და უკუე-თუ ბუნებაჲ მამისაჲ არა აქუს, სხუაჲ...

სრულად ნახვა