მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ჰრომაელთა მიმართ 3:29

28. რამეთუ ვიტყჳთ განმართლებასა კაცისასა სარწმუნოებითა თჳნიერ საქმეთა შჯულისათა.29. ანუ ჰურიათაჲ-მე ხოლო არსა ღმერთი და არა წარმართთაჲცა? ჰე, წარმართთაჲცა.30. ვინაჲთგან ერთ არს ღმერთი, რომელმან განამართლის წინადაცუეთილი სარწმუნოებითა და წინადაუცუეთელი მითვე სარწმუნოებითა.
ჰრომაელთა მიმართ თავი 3
29. ანუ ჰურიათაჲ-მე ხოლო არსა ღმერთი და არა წარმართთაჲცა? ჰე, წარმართთაჲცა.
პირი დ მადლისა მისთჳს ღმრთისა, რომლითა განმართლდებიან კაცნი უსასყიდლოდ.
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ანუ ჰურიათაჲ ხოლო-მე არსა ღმერთი და წარმართთაჲ არა? — ჰე, წარმართთაჲცა (3,29).:

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: არათუმცა რომელნი ჰურიათაგან არიან, მათ ოდენ განამართლებდა; რამეთუ, უკუეთუმცა ესე ესრეთ იყო, არღარამცა ყოველთა ღმერთ ეწოდებოდა, არამედ ჰურიათა ოდენ. ხოლო აწ არა ესრეთ არს, არამედ ყოველთავე მორწმუნეთა, გინა თუ ჰურიანი იყვნენ, გინა თუ წარმართნი, სწორად განამართლებს.

თავი დ̂. მადლისა მისთჳს, რომლისა მიერ ხოლო განმართლდებიან კაცნი, არა ტომებით განყოფილნი, არამედ ნიჭისაებრ და მადლისა სწორებით, სახისა მისებრ აბრაჰამისსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ანუ ჰურიათაჲ-მე ხოლო არსა ღმერთი და არა წარმართთაჲცა? — ჰჱ, წარმართთაჲცა! ვინაჲთგან ერთ არს ღმერთი, რომელმან განამართლის წინა-დაცუეთილი სარწმუნოებითა და წინა-დაუცუეთელი მითვე სარწმუნოებითა (3,29-30).:

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: უკუეთუ შჯულისაგანთა მათ და ჰურიათაჲ ხოლო იყოს ღმერთი ღმერთ, ცხად არს, რამეთუ ერთ-კერძოჲსა რაჲსმე და ზოგისად ითქუმოდის ღმერთად და არა ყოვლისადვე. ამისთჳსცა ზოგად ყოვლისაჲვე არს, და ყოველთა განამართლებს სარწმუნოებისა მიერ.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის