თარგმანი: აწ უკუე ამას ვიტყჳო, ვითარმედ სარწმუნოებითა იესუ ქრისტესითა იქმნების განმართლებაჲ კაცისაჲ, თჳნიერ საქმეთა მათ შჯულისათა. ხოლო რომელთა იტყჳს საქმეთა შჯულისათა? — წინადაცუეთასა, დამარხვასა მას შაბათისასა და უბანელად არაჭამასა და სხუათა ესევითართა მრავალთა; და ღაღადებს, ვითარმედ: არღარად საჴმარ არიან ესე საქმენი, არამედ ქრისტეს სარწმუნოებაჲ და ამის სარწმუნოებისა საქმენი.
ჰრომაელთა მიმართ 3:28
27. სადა უკუე არს სიქადული იგი? და-მე-ყენებულ არსა? რომლითა-მე შჯულითა? საქმეთაგან-მეა? არა, არამედ შჯულისაგან სარწმუნოებისა.28. რამეთუ ვიტყჳთ განმართლებასა კაცისასა სარწმუნოებითა თჳნიერ საქმეთა შჯულისათა.29. ანუ ჰურიათაჲ-მე ხოლო არსა ღმერთი და არა წარმართთაჲცა? ჰე, წარმართთაჲცა.
ჰრომაელთა მიმართ თავი 3