თარგმანი: ამას მოასწავებს, ვითარმედ: ნუ იტყჳ თუ — მე ჰურიაჲ ვარ, პირველითგანვე მორწმუნე ღმრთისაჲ, ხოლო წარმართთაგანი იგი უცხოჲ არს და ბარბაროზი, და ვითარმცა იყო სწორ ჩემ თანა! — ნუ იგონებ ამას. არამედ ყოველნივე მორწმუნენი სწორად განმართლდებიან, რამეთუ არა არს განწვალება, არამედ ყოველთავე ცოდეს, და ვინაჲთგან ყოველთავე ცოდეს, ყოველნივე სწორებით ჰპოვებენ განმართლებასა, რომელთაცა ნათელ-იღონ. და მერმე, მიერითგან, ვითარცა ვინ უმეტესად იღუაწოს, უმეტესიცა მადლი მიიღოს.
ჰრომაელთა მიმართ 3:23
მოციქულისაჲ: აწ უკუე, რაჲ? [წინა-მე-ვჰმატთა? — არა სამე, რამეთუ წინაჲსწარვე ვაბრალეთ ჰურიათა] და წარმართთა ყოველთაჲ ცოდვასა ქუეშე ყოფაჲ, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: არავინ არს მართალ, არცაღა ერთ, არავინ არს გულისჴმის-მყოფელ, არავინ არს გამომეძიებელ ღმრთისა; ყოველთავე მიაქციეს ერთბამად, უჴმარ იქმნნეს; არავინ არს, რომელმანცა ქმნა სიტკბოებაჲ; არავინ არს მიერთადმდე. სამარე ზე-ღებულ არს ჴორჴი მათი, ენითა მათითა ზაკუვიდეს. გესლი ასპიტთაჲ ბაგეთა მათთა, რომელთა პირი წყევითა და სიმწარითა სავსე არს. მალე არიან ფერჴნი მათნი დათხევად სისხლისა. შემუსრვაჲ და უბადრუკებაჲ არს გზათა მათთა, და გზაჲ მშჳდობისაჲ არა იცნეს. არა არს შიში ღმრთისაჲ წინაშე თუალთა მათთა (3,9-18).
თარგმანი: ვინაჲთგან ორკერძოვე აბრალა ჰურიათა და წარმართთა, აწ შეუდგენს, ვითარმედ არარაჲთ ვჰმატთ ჩუენ მათ, რომელნი-იგი ბრალეულ ვყვენით. არცა რას სხუასა ვიტყჳთ უმეტეს მათსა ქონებასა, თჳნიერ სარწმუნოებისა, რომელი-იგი მადლით განმამართლებს ჩუენ, და არა საქმეთაგან. ხოლო ვინაჲთგან ენება დ<span...
...შჯულისა მიერცა დაამდაბლებს და მოასწავებს პირველთა მათ ჟამთა, რაჲთა არა იტყოდიან, ვი-თარმედ: მსხუერპლთა შევსწირავთ, რომელნი მიბრძანნა მოსე, და იგინი შემძლებელ არიან ჴსნად ჩუენდა. ამისთჳს შესძინა სიტყუაჲ ესე, რამეთუ: „ყოველთავე ცოდეს და დაკლებულ იქმნნეს დიდებასა ღმრთისასა, არამედ განმართლდებიან უსასყიდლოდ“, და თჳთ მღდელნიცა. ამისთჳსცა მოციქული პავლე იტყჳს მღდელისათჳს, ვითარმედ: „თანააც პირველად შეწირვად თავისა თჳსისათჳს, ვითარცა-იგი ერისათჳს, ვინაჲთგან მასცა თანააც უძლურებაჲ“. და ამას მოასწავებს სიტყჳსა მის მიერ, რომელი თქუა, ვითარმედ: „მონაჲ არასადა დაადგრეს სახლსა შინა“. და ამას ადგილსა სწორებასაცა თჳსსა მამისა თანა გამოაჩინებს და განყოფილებასა მას მონისა და აზნაურისასა, რამეთუ იგავი ესე ამისი სახე არს, ესე იგი არს, ვითარმედ: არა აქუს ჴელმწიფებაჲ, რამეთუ ესე არს, თუ: „არა დაადგრესო“.
ხოლო რაჲ არს, რომელ ცოდვათათჳს რაჲ იტყოდა, სახლი აჴსენა? ამისთჳს, რაჲთა უჩუენოს, ვითარმედ ვითარცა სახლსა ზედა აქუს სახლისა უფალსა ჴელმწიფებაჲ, ეგრეთვე მას აქუს ყოველთა ზედა დაბადებულთა. ხოლო თუ: „არა დაადგრესო“, ესე იგი არს, ვითარმედ: არა აქუს ჴელმწიფებაჲ მინიჭებისაჲ, რომელი-იგი არა სახლისა უფალი ი...
...რამედ ყოველსა სოფელსა განანათლებდა. არამედ ჰურიათა არა ესრეთ ქმნეს, გარნა „თჳსსა სიმართლესა ეძიებდეს დამტკიცებად და სიმართლესა ღმრთისასა ვერ მისწუდეს“. ხოლო ესენი აღიარებენ, ვითარმედ: „ყოველთა ცოდეს, არამედ განმართლდებიან უსასყიდლოდ მადლითა ღმრთისაჲთა“, და: „ესე არს ჭეშმარიტად მაცხოვარი სოფლისაჲ, ქრისტე“, წარწყმედულისა მის ბუნებისა მჴსნელი და ჭეშმარიტისა ცხორებისა მომნიჭებელი. ესე არს საქმჱ მჴურვალისა სარწმუნოებისაჲ, რამეთუ საკჳრველ არს მათთჳს, ვი-თარმედ თჳნიერად სასწაულთა ხილვისა სწავლითა ოდენ ესრეთ მჴურვალედ ჰრწმენა. ხოლო სწავლაჲ თუ რაჲ უთქუამს მუნ, არღარას იტყჳს მახარებელი, რაჲთა სცნა, ვითარმედ მრავალსა რას თანაწარჰჴდებიან მახარებელნი სიტყუათა მისთა და სასწაულთა.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და შემდგომად ორისა დღისა გამოვიდა მიერ და წარვიდა გალილეად. რამეთუ თავადი იესუ წამებდა, ვითარმედ: წინაჲსწარმეტყუელსა თჳსსა სოფელსა პატივი არა აქუს“ (4,43-44).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რადღა სწერია ამას ადგილსა ესე, თუ: „თჳსსა მამულსა პატივი არა აქუს“? გარნა ამისთჳს, რამეთუ ამას ადგილსა მამულად კაფარნაუმსა იტყჳს, და რაჲთა არავინ თქუას, თუ: რად დაადგრა სამარიტელთა თანა და კაფარნაუმს თანაწარჰჴდა? - ამ...
...რველად სახითა ბუნებითითა და მერმე წამებითა წერილთაჲთა, და აწ კუალად გონებისა მათისაებრ კდემისა და ბასრობისა სახედ ჰრქუა: „არა მოვედ წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა სინანულად“; რამეთუ მართალი არავინ იყო ქუეყანასა ზედა, ვითარცა პავლე ღაღადებს, ვითარმედ: „ყოველთავე შესცოდეს და დაკლებულ არიან დიდებასა ღმრთისასა“. ესევითარი უკუე სახე აქუს სიტყუასა უფლისასა, ვითარმცა ეტყოდა, ვითარმედ: მე ვიხილენ ყოველნივე კაცნი, შთავრდომილნი და შეპყრობილნი ცოდვათა შინა და ყოველნივე მწარედ ცოდვილნი, და მოვედ წოდებად სინანულად. ვინაჲთგან უკუე თქუენ თავნი თჳსნი არა ცოდვილად შეგირაცხიან, შებღალულნო ცოდვათაგან, არამედ ცუდად იქადით სიმართლესა ზედა, რომლისა კუალიცა არა წაგივლიეს, არა ხართ წოდებულთა ჩემთაგანნი, რამეთუ დაყროლებულნი ცოდვათაგან არა ეძიებთ კურნებასა წყლულებათა თქუენთასა. ხოლო ამათ სიტყუათა მიერ მუნ შემოკრებულთაცა მეზუერეთა ნუგეშინის-სცა, რაჟამს აუწყა, ვითარმედ ცხორებისათჳს მოვიდა ცოდვილთაჲსა, რაჲთა მოუწოდოს მათ სინანულად. ხოლო თქუა რაჲ, თუ: „არა მოვედ წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა“, რაჲთა არა უდებ იქმნენ ცოდვილნი მოქცევად, ამისთჳს არა დაიდუმა, არამედ შესძინა, ვითარმედ: „სინანულად“; არა თუ ამისთჳს მოვედო წოდებად, რაჲთა ცოდვათავე შინა ეგნენ, არამედ...