...არარაჲ აქუნდა ესევითარი, არამედ უდბებაჲ და უკეთურებაჲ და ბევრეულნი ცოდვანი, რომლითა შეეცოდა მათცა ღმრთისადა მსგავსად წარმართთასა. და ამისთჳს მოციქული იტყჳს: „არა არს განყოფილებაჲ ჰურიისა და წარმარ-თისა, რამეთუ ყოველთა ცოდეს და დააკლდებიან დიდებასა ღმრთისასა, ხოლო განმართლდებიან ცუდად მადლითა მისითა“. და კუალად იტყჳს: „რომელთა შჯულსა შინა ცოდეს, შჯულითა ისაჯნენ“, ესე იგი არს, ვი-თარმედ უძჳრესი მიიღონ საშჯელი, რაჟამს ამხილებდეს გონებაჲცა და შჯულიცა, და არა ამისთჳს ოდენ, არამედ ამისთჳსცა, რომელ მათ მიერ „სახელი ღმრთისაჲ იგმობოდა წარმართთა შორის“, ; ვითარცა წინაჲსწარმეტყუელი იტყჳს. ამისთჳსცა, იტყოდა რაჲ საქმეთათჳს საწარმარ-თოთა მოციქული, მეყსეულად იწყო მათისა მისთჳსცა უშჯულოებისა სიტყუად, ვითარმედ სარწმუნოებისაგანცა გარდაიქცეს და საქმეთა ბოროტთა იქმნნეს მოქმედ, ვითარცა ყოველნი წინაჲსწარმეტყუელნი იტყოდეს მათისა უკეთურებისათჳს. და მერმე იტყჳს: „ვიცით, რამეთუ შჯული რაოდენსაცა იტყჳს, შჯულისათა მათ ეტყჳს, რაჲთა ყოველი პირი დაიყოს, რამეთუ ყოველთა ცოდეს“.
ჰრომაელთა მიმართ 3:22
21. ხოლო აწ თჳნიერ შჯულისა სიმართლე ღმრთისაჲ გამოჩინებულ არს წამებული შჯულისა მიერ და წინაწარმეტყუელთა,22. ხოლო სიმართლე ღმრთჲსაი სარწმუნოებითა იესუ ქრისტესითა ყოველთა მიმართ და ყოველთა ზედა მორწმუნეთა, რამეთუ არა არს განწვალება,23. რამეთუ ყოველთავე შესცოდეს და დაკლებულ არიან დიდებისაგან ღმრთისა,
ჰრომაელთა მიმართ თავი 3